„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.020409
94
21/02/2018
ვებგვერდი, 22/02/2018
280120000.10.003.020409
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2018 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის  №601 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 280120000.10.003.020311) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1.   დანართ 1.2-ის (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ,  რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართ 1.3-ით გათვალისწინებულ ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 9200 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 120 ვიზიტისა თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 160 ვიზიტისა თვეში, გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 320 ვიზიტისა თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 240 ვიზიტისა თვეში.“.

 

2.  დანართ 1.3-ის (ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წლის განმავლობაში ფინანსდება 9600 კურსი, ამასთან, ერთ ბენეფიციარზე − არაუმეტეს 7 კურსისა. ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ერთზე მეტ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში. სერვისის მიმწოდებლებს შორის ბენეფიციართა რეფერირებისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის/აბილიტაციის  გეგმის ცვლილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფში განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართ 1.2-ით გათვალისწინებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში.“.  

3.  დანართ 1.5-ის (დღის ცენტრების ქვეპროგრამა):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 645-ს;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული:

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

238

184

320

42

2

ქ. ქუთაისი

50

61

66

16

3

ქ. რუსთავი

20

14

44

 

4

ქ. ბათუმი

-

45

 

 

5

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

15

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

15

 

 

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

25

 

 

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

30

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

20

35

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

14

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

 

 

14

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

20

14

 

 

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

 

 

16

მცხეთის მუნიციპალიტეტი

-

45

20

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

 

 

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

 

 

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

 

 

 

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

25

ქ. წნორი

 

19

 

 

26

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

10

 

27

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

28

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

29

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

30

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

8

 

31

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

32

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

14

 

33

ახმეტის მუნიციპალიტეტი

15

 

15

 

34

წალკის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

35

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

 

11

15

 

36

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

37

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

38

ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

39

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

 

სულ ბენეფიციარი:

576

878

645

58.“.

                                                                                                                     

4.  დანართ 1.6.3-ის (სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 465 000 ლარით.“.

5. დანართ 1.6.4-ის (კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 279 000 ლარით.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთი კოხლეარული იმპლანტის ღირებულება – 37 225 ლარს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი