დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლენტეხის მუნციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016260 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2018 - 28/12/2018)
|
ლენტეხის მუნციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-13 მუხლისა და ამავე კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის
მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა
2018-2022 წწ. შ ე ს ა ვ ა ლ ი |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია სტრატეგიით დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების პრობლემის გადაჭრაზე, ნარჩენების მართვის სისტემის შექმნა უშუალო კავშირშია მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, მის შემუშავებაში ჩართულია მუნიციპალიტეტის მერიის დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია ქვეყანაში არსებული გამოცდილების საფუძველზე შეიქმნას წინა პირობები ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს სფეროში არსებული სიძნელეების დაძლევასა და სრულყოფილი ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვას ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში, რაც მოიცავს ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებას, მყარი ნარჩენების შეგროვებას,გადამუშავებას, ტრანსპორტირებასა და განთავსებას, რომელიც უშუალოდ აისახება მუნიციპალიტეტის იერსახეზე, საზოგადოებრივი სივრცეები დასუფთავდება მყარი ნარჩენებისგან და მოხდება მისი გაუვნებელყოფა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.
ტერმინების განმარტება ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები. მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია. ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნებისმიერი სახის ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარებიან ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღების/პარკების ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო. სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც სახიფათო ან პოტენციურად მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის (სახიფათო ნარჩენების სია მოცემულია საქართველოს კანონის “ნარჩენების მართვის კოდექსი” მესამე დანართში). სამედიცინო ნარჩენები – ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და საწყობების მიერ არის წარმოქმნილი. ცხოველური ნარჩენები – ცხოველებთან დაკავშირებული ნარჩენები (ცხოველების სხეულები, ცხოველების სხეულის ნაწილები, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველებზე ცდების ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვ.). პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე მიღებული ზომები, რაც ამცირებს: ა) ნარჩენების რაოდენობას (მაგალითად, პროდუქტის ხელახალი გამოყენების გზით ან პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გაგრძელების გზით); ბ) წარმოქმნილი ნარჩენების უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) მასალებსა და პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას. ხელახალი გამოყენება – პროდუქტის ან/და მისი კომპონენტების ხელახლა გამოყენება ნარჩენად გადაქცევამდე, მათი თავდაპირველი დანიშნულებით. აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების გამოყენება სასარგებლო მიზნებისათვის, იმ მასალების ჩანაცვლების გზით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული. აღდგენა მოიცავს ენერგიის აღდგენას და რეციკლირებას. (აღდგენის ოპერაციების სია მოცემულია საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” პირველ დანართში). რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენები გარდაიქმნება პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად, რომლებიც განკუთვნილია თავდაპირველი ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის. რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს ენერგიის აღდგენას და ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც გამოიყენება საწვავად ან ამოვსების ოპერაციებისთვის. რეციკლირებადი მასალები – გავრცელებული რეციკლირებადი მასალებია მინა, ქაღალდი, მუყაო, მეტალი, პლასტიკი, ქსოვილი, საკვების ნარჩენები, ბაღის ნარჩენები და ელექტრონული მოწყობილობები. ნარჩენების შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანის მიზნით. სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების ნაკადები განცალკევებულია სახეობების და თვისებების მიხედვით, მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით. ნარჩენების ტრანსპორტირება – ნარჩენების გადატანა ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე; ნარჩენების გადამტვირთი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება ნარჩენების გადატვირთვა ნარჩენების დამუშავების ობიექტზე შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით. სანიტარიული ნაგავსაყრელი – მუნიციპალური ნარჩენების კონტროლირებადი განთავსება მიწაში, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ პოტენციურ ნეგატიურ ემისიებს ზედაპირულ წყლებში, მიწისქვეშა წყლებში, ნიადაგში ან ჰაერში. დანაგვიანება – ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება და/ან მიტოვება, გარდა ამ მიზნისთვის გამოყოფილი კონტეინერებისა და შეგროვების ობიექტებისა. დაინტერესებული მხარე – პირი, ჯგუფი, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი გააჩნია ქმედებასთან ან პროექტთან ან რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქმედებაზე ან პროექტზე. გადახდის მზაობა – მაქსიმალური საფასური, რომელიც პირმა შეიძლება გაიღოს კარგი შედეგის შესაძენად ან არასასურველი შედეგის თავიდან ასარიდებლად.
გეგმის ჩარჩო 1.1 გეგმის მოქმედების სფერო და დაგეგმვის პროცესი მნიშვნელოვანია ეროვნული სტრატეგიის მიერ განსაზღვრული ამოცანა, რომლის შესაბამისად ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. გამოყენებული მეთოდოლოგია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისათვის გამოყენებული იქნა მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებული იქნა პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში რეკომენდებული საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმების შემუშავებისათვის. ამ მიზნით ფართოდ იქნა გამოყენებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეგიდით ჩატარებული პროექტის ტრენინგები. ამდენად, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესი შედგებოდა შემდეგი ძირითადი ფაზებისაგან: დაგეგმვის მოსამზადებელი ფაზა: • ნარჩენების მართვის არსებული მდგომარეობის შესწავლა პროექტის გუნდის მიერ; • გეგმის შემუშავებისათვის საჭირო მეთოდოლოგიის განხილვა, რესურსების გამოკვეთა და უზრუნველყოფა; • შესაბამისი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პროცესში ჩართვა;
• ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება; • მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესის მიზნებისა და სამიზნე შედეგების განსაზღვრა; • მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნასა და მართვაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების განსაზღვრა;
არსებული მდგომარეობის განსაზღვრა და შეფასება: • განისაზღვრა ნარჩენების ის ნაკადები, რომელთა მართვა ხდება მუნიციპალიტეტის მიერ; • ნარჩენების მართვის არსებული სერვისის დახასიათება და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება; • მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის მთლიანი ხარჯის განსაზღვრა; • ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობირებისა და დამოკიდებულების შესწავლა. • მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ჩატარება და პრობლემების იდენტიფიცირება მათ მიერ; • არსებული ან დაგეგმილი ეროვნული და რეგიონული პროგრამების ან ინფრასტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც გავლენას მოახდენს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიდგომაზე.
ალტერნატივების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება: • ნარჩენების მართვის პრიორიტეტების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის მომდევნო 5 წლისათვის; • ნარჩენების გენერირების პროგნოზირება; • ნარჩენების შეგროვების სერვისის დაფარვის არეალისა და ეფექტიანობის გაზრდის ალტერნატიული გზების განსაზღვრა; • მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამუშავებისა და აღდგენის გზების/ საშუალებების განსაზღვრა; • საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების განათლებისა და ნარჩენების მართვაში ჩართულობის ამაღლების ეფექტიანი გეგმის შემუშავება.
გეგმის შემუშავება და მიღება: • მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დოკუმენტის შემუშავება; • მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა; • მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის განხილვა საკრებულოში და შესაბამისი დადგენილების მიღება.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და დასახლებები
დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში ჩართული იქნა სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები, კერძოდ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე არასამთავრობო, და ამ საკითხთან დაკავშირებული იურიდიული პირები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოდის გაზეთი „სვანეთი“, აგრეთვე ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი და სოციალურ ქსელში საინფორმაციო გვერდები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 06 დეკემბრის №288 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა განიხილეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის მეთოდოლოგიური საკითხები. მოძიებული იქნა ყველა მონაცემი არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმის შემუშავებისათვის, რომლის შემდეგაც დაიწყო ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავების პროცედურა.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან:
საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია და მონაწილეობის პროცესი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით მოეწყო საჯარო შეხვედრები როგორც დაბაში, ასევე სოფლებში და საჯარო სკოლებში. პერიოდულად ეწყობა დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავების აქციები, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები და აქტივისტები – მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყველა ფენიდან. აღნიშნული აქციები გაშუქებული იქნა საინფორმაციო წყაროებითაც. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. 1.2 გეგმის მიზნები ლენტეხის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს ნარჩენების მართვის იმ ვალდებულებებს, რომელიც განსაზღვრულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიერ. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე, როგორიცაა: • საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება „ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული ეფექტიანი ადგილობრივი პროგრამების, პროცესებისა და ობიექტების შექმნის თვალსაზრისით; • მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების მინიმალიზაცია; • გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგების მინიმალიზაცია, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებისა და გატანის არსებულ სისტემასთან; • ნარჩენების შეგროვების სერვისის არეალის გაფართოება, რათა მოცულ იქნეს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა; • ეკონომიკური სარგებლის მიღება ისეთი ღონისძიებების დანერგვით, როგორიცაა ნარჩენების კომპოსტირება და • რეციკლირება. 1.3 საკანონმდებლო საფუძვლები • საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ • „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ“ (დადგენილება №160, 01.04.2016 ); • „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი (დადგენილება №159, 01.04.2016); • „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენილება №145, 20.03.2016); • „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ (დადგენილება №144, 29.03.2016); • „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის ტექნიკური რეგლამენტი“ (დადგენილება №143, 29.03.2016). • საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმა. საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლით დეკლარირებულია, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“. „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 2015 წლის 15 იანვარს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომლის მიზანია სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალ გამოყენებას, აგრეთვე ნარჩენების დამუშავებას გარემოსთვის უსაფრთხო გზით, მათ შორის –შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენას (რეციკლირება, კომპოსტირება და ა.შ.) და განთავსებას. კანონის ამოცანაა: 1) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ნარჩენების წარმოქმნის და მისი უარყოფითი ზეგავლენის პრევენციისა ან შემცირების გზით; 2. ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა; „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 2014 საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება და გატანა. რაც გულისხმობს, მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი, დაბა, სოფელი) საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავების მყარი ნარჩენებისგან და მათ გატანას ნაგავსაყრელების ტერიტორიაზე. ზოგადი ინფორმაცია ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესახებ. დაბა ლენტეხი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. გეოგრაფიული მდებარეობა: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს – 1344 კვადრატულ კილომეტრს. მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და ქ. ქუთაისს შორის 90 კილომეტრია. ჰავა ნოტიო, საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით შეადგენს 9,4 0C შესაძლებელი მაქსიმუმი +39 0C , ხოლო შესაძლებელი მინიმუმია – 22 0C. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 1300 მილიმეტრია, მაქსიმუმი – 1800 მმ, ხოლო მინიმუმი – 800 მმ. 1. ადმინისტრაციული ცენტრი – დ. ლენტეხი 2. მანძილი რეგიონის ცენტრამდე – 75 კმ. 3. უახლოესი საზღვაო პორტი – ფოთი – 190 კმ. 4. უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – 117 კმ. 5. ადმინისტრაციული (ტერიტორიული) ერთეულების რიცხვი – 8 ერთეული 6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის რაოდენობა – 60 ერთეული 7. მოსახლეობის სიმჭიდროვე – 5,5 კაცი კვ.კმ.
გეოგრაფიული მაჩვენებლები ლენტეხის რაიონი (ქვ. სვანეთი) მდებარეობს დას. საქართველოს ჩრ. ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების ცხენისწყლის, ხელედურისა და ლასკადურის ხეობაში, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე. მას ესაზღვრება ონი-ამბროლაურის, ცაგერის, მარტვილის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები და რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი შეადგენს 37. ლენტეხის რაიონი დაარსდა 1929 წელს. რაიონს აქვს მდიდარი ისტორიული ტრადიციები და გააჩნია სათანადო პოტენციალი ეკონომიკის განვითარებისათვის. ბუნებრივ-კლიმატური პირობები ჰავა ლენტეხის მუნიციპალიტეტი ნოტიო კლიმატური – ოლქის დასავლეთ პერიფერიაზეა. დაბალ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურა +9,2 დან +17,1-მდეა, იანვრის საშუალო ტემპერატურა -5 – -19, ივლისის +25–30, აბსოლიტური მინიმუმი – 22 ლენტეხი), მთებში ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად კლებულობს, ნალექები 1250–1500 მმ წელიწადში. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი ზამთარში და შემოდგომაზეა, საშუალო მთიან ზონაში ნალექები 1500-1800 მმ-მდეა, აქ მაქსიმუმი ზამთარშია, მინიმუმი კი ზაფხულში, თოვლის მდგრადი საბურველის ხანგრძლივობა 120-დან 180 დღემდეა ალპურ ზონაში დასახლებულ პუნქტებში 80-90 დღემდე. გარემოს დაცვა მდინარეების დაბინძურება: რაიონის ერთ-ერთი პრობლემა არის ზედაპირული წყლების დაბინძურება საწარმო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებით გამწმენდი ნაგებობების გაუმართავობის გამო. აგრეთვე პრობლემაა ცანის მიშიაკის ნარჩენებით მდ. ცხენისწლის დაბინძურება. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის რაიონში მსხვილი საწარმოები არ მუშაობენ და ძირითადად ფუნქციონირებენ მცირე დაბინძურების სტაციონალური ობიექტები, არ არის დიდი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სიდიდე, დიდია რადიაციული ფონი, რადგანაც დაკონსერვებული არ არის ცანის მიშიაკის ქარხანა (70 ათასი ტონა ნარჩენი სამარხის გარეშეა და აბინძურებს გარემოს). რაიონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი არ ხორციელდება. ფლორა და ფაუნა ლენტეხის რაიონის დიდი ნაწილი ტყეებს უჭირავს, დაახლოებით 1000-1200 მეტრამდე, ფართოფოთლოვან ტყეს ქმნის წიფელი, წაბლი, ცაცხვი, რცხილა და სხვა. უფრო ზემოთ 1500-1600 მეტრამდე წაბლნარი ტყის ზონის ზედა სარტყელში ხარობს ნაძვი, სოჭი, უფრო მაღლა 2400-2500 მეტრამდე ვრცელდება სუბალპური ტყე-მდელო არყით, მაღალ მთის ბოყვით, ცირცელით, მაღალ მთის მუხა, ბუჩქნარებიდან გვხვდება დეკა, მთის მოცვი, კენერა, მაჭაღვერი, მარადმწვანე მცენარე შქერი და სხვა. 2500-დან 3100 მეტრამდე მარადი თოვლის საზღვრამდე გვხვდება ალპური მდელოები. გავრცელებულია მთა ტყისა და მთა მდელოს, აგრეთვე ალპური ზონისთვის დამახასიათებელი ცხოველები, ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია შველი, არჩვი, მტაცებლებიდან დათვი, მგელი, მელა, კვერნა, ფოცხვერი, ალპურ ზონაში ცხოვრობს ჯიხვი. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღინიშნება მგლების მომრავლება. პრობლემიდან უნდა აღინიშნოს, რომ წაბლის, მუხის კორონებს, თელას ანადგურებს ჭიები. ტყეების ჭრა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მის პოტენციალს, ხოლო დამეწყრების პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება. სახელმწიფოს მხრივ მეტ ყურადღებას საჭიროებს ყოფილი საკოლმეურნეო ტყის კორონები, ტყეკაფები უნდა ხორციელდებოდეს გეგმაზომიერად. წყალდიდობა, მეწყერი, გვალვები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადად არის წყალდიდობის, წყალმოვარდნის, გვალვისა და მეწყერული მოვლენების კატასტროფების რისკები. წყალდიდობის, წყალმოვარდნის კატასტროფის რისკი რაიონში დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერული მოვლენების განვითარებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ყოველწლიური უხვი ნალექი (დიდთოვლობა, კოკისპირული წვიმები). წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები. მუნიციპალური ეკონომიკის განვითარების დონეს და მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად განაპირობებს ბუნებრივი რესურსები, რომელთა გამოყენებაც მნიშველოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკას. აღსანიშნავია: • ზესხოს სპილენძის სტრატიმორფული ტიპის საბადო; • რცხმელურის ტყვია-თუთიის საბადო; • ცანის დარიშხანის საბადო; • ჩოლურის მარმარილოს საბადო; • მინერალური წყლები სხვადასხვა სოფელში; ტყის რესურსი: ყურადსაღებია ტყის რესურსი, ტყის ფონდის ფართობის 81 ათასი ჰექტარია, ასეთი უხვიტყის ფონდი შესაძლებლობას ქმნის დარგში შესაბამისი ბიზნესის განვითარებისათვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი კლებაა სამასალე და საშეშე ხე-ტყის დამზადების საქმეში. წარმოგიდგენთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ეკონომიკა ლენტეხის ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მეფუტკრეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების წარმოებას. სოფლის მეურნეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობია 23200 ჰა, აქედან კერძო საკუთრებას შეადგენს 20000 ჰა, დანარჩენი ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა, დანიშნულების მიხედვით მისი გამოყენება შემდეგნაირად ხდება: სათიბი – 5300ჰა, საძოვარი-12537ჰა, სახნავი 1560 და მრავალწლიანი კულტურები – 138ჰა. მემცენარეობა: სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულები მრავალწლიანი ნარგაობების მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: ვენახი – 38 ჰა, ხეხილი – 50 ჰა, კაკლოვანი კულტურები – 50 ჰა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში წარმოებული ლობიო, კარტოფილი და კაკალი პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ საქართველოს ბაზარზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აქ მოყვანილი ლობიო, კარტოფილი და კაკალი ნაკლებად ზიანდება მავნებლებისაგან და შენახვის პერიოდიც უფრო ხანგრძლივი აქვს. მეცხოველეობა: უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია მეცხოველეობის განვითარებისათვის, საკვები – წარმოების ბაზის განვითარების ხელშეწყობით შესაძლებელია როგორც სარძევე, ასევე სახორცე მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის წარმოება. მსხვილფეხა პირუტყვიდან საწარმოო დანიშნულება გააჩნია როგორც რძის პროდუქტებს, ასევე ხორცსაც ცოცხალი წონით, რომელიც ძირითადად შემოდგომით იყიდება. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ქ. ქუთაისში. მეფუტკრეობა: რეგიონში მეფუტკრეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია მცენარეული საფარის თვალსაზრისით, მაგრამ ზამთრის ცივი კლიმატის გამო ფუტკრის ოჯახების გამოზამთრება რთულია. ტურიზმი: მუნიციპალიტეტს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში (შესაძლებელია განვითარდეს მთის ტურიზმი, ასევე ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის სათხილამურო და საჯომარდო ტურები, მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით). აგრეთვე მუნიციპალიტეტი განთქმულია თავისი ფლორით და ფაუნით, მრავალფეროვანი სამკურნალო მჟავე წყლებით. გზები: მუნიპალიტეტის გზების უმეტესი ნაწილი კეთილმოუწყობელია, რის გამოც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში გაძნელებულია გადაადგილება, კერძოდ შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 130 კმ. მონაკვეთიდან მოასფალტებული და კეთილმოწყობილია მხოლოდ 32 კმ. შიდა-სასოფლო გზების 642 კმ-დან არცეთი არ არის მოასფალტებული, კეთილმოწყობილი. მოსახლეობა – ქვემო სვანეთში დადასტურებულია, რომ შუმერული და ქალდეური მოსახლე უძველესი ტომების წარმომავლობისაა. დ. ლენტეხი დაარსდა 1929 წელს, საშუალო სიმჭიდროვე 5,5 კაცი კვ.მ. ურბანიზაციის დონე დაბალია – დაბაში მოსახლეობის 17% ცხოვრობს, 2017 წლის მონაცემებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განაწილება დაბაში და სოფლად იძლევა შემდეგ სურათს:
საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და სოციალური მომსახურება – დ. ლენტეხის მოსახლეობის კომუნალურ სოციალურ და საყოფაცხოვრებო მომსახურების დონე ზოგადად დამაკმაყოფილებელია – არასაკმარისია კვების ობიექტები, საპიკნიკე ადგილები, არაა განვითარებული სასტუმროების ქსელი. ლენტეხის 10 საოჯახო სასტუმროდან ფორმალურად ფუნქციონირებს მხოლოდ -1 .დ. ლენტეხში ფუნქციონირებს ახალაშენებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო, რომელსაც ემსახურება 21 ექიმი, დაბის მოსახლეობის სამსახურშია 9 ოჯახის ექიმი, 10 ექთანი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მომსახურე პერსონალი. მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეადგენს – 3372. დაბის ეკოლოგიური მდგომარეობა, გამწვანება: დ. ლენტეხის ტერიტორიაზე, ისე როგორც მთელ მუნიციპალიტეტში, არ არსებობს წყალზე, მეტეო- და სეისმომოვლენებზე დაკვირვების ლაბორატორიები. დაბის ფარგლებში ჰაერის დაბინძურების სტაციონალური წყაროებიც არ არსებობს, არც ავტომანქანების გამონაბოლქვი ახდენს არსებით გავლენას ჰაერის დაბინძურებაზე მათი რაოდენობიდან გამომდინარე. დაბის ფარგლებში არსებული ნიადაგის დაბინძურება უმნიშვნელოა. არსებობს კანალიზაციის ქსელი, რომელიც ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს. დაბაში ეკოლოგიურად საშიში ქიმიური, სამედიცინო და სხვა ორგანული ნარჩენების ხვედრითი წილი უმნიშვნელოა. სამწუხაროდ სულ სხვა სიტუაციაა ცანის დარიშხანის (მიშიაკის) ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 75000 ტონა ქიმიურად საშიში დარიშხანის ნარჩენები ყოველგვარი უტილიზაციის გარეშე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის (როგორც თავისი რადიაციული გამოსხივებით, ასევე იყო შემთხვევები მდ. ცხენისწყალში ნარჩენების მოხვედრის). დაბაში არსებობს საზოგადეობრივი დანიშნულების მწვანე ნარგავებით განაშენიანებული ტერიტორიები – 1 ბაღი და სკვერები. ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები: ქვემო სვანეთის მხარე გამოირჩევა ისტორიული ძეგლების, ეკლესია-მონასტრების და ციხე-კოშკების სიმრავლით, სადაც აღრიცხულია 60-ზე მეტი ისტორიული, ახლად აშენებული და მშენებარე ეკლესია-მონასტრები, რომელთა შორის ტურისტული თვალსაზრისით გამოირჩევა გელოვანების ციხეკომპლექსი სოფელ ჩიხარეშში, სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფელ ფაყში, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ორკარიანი, სოფელ ბავარის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, სოფელ ტვიბის მთავარანგელოზთა ეკლესია, ჩუკულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ლენტეხის ლაშარის ციხე, ჩიხარეშის ყიფიანების საგვარეულო (ოქონის) გულიდის შუასაუკუნეების ეკლესია, ძუღარეშისა და ქალაიდაშის (ადრეული შუასაუკუნეების ციხე-დარბაზები), თეკალის, ბულეშის და ლეუშერის თავად გარდაფხაძეების ციხე კოშკები, ჩუკულის (თავად გელოვანების) ჩიხარეშის (სალდანის) ყანსავ ყიფიანის ციხე-კოშკები და ლეთოდი (გელოვანთა დედა ციხე). ვალდებულებები მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების პროცესში ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად განსაზღვრულია მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის პროცესში, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე ნარჩენების გამოცალკევებულად შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის პროცესებს. კანონი განსაზღვრავს ნარჩენების შეგროვების ზოგად პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეიქმნას სირთულეები მათი შემდგომი აღდგენის მხრივ. ამასთანავე, კანონი მოითხოვს, რომ მუნიციპალური ნარჩენები შეგროვდეს, ტრანსპორტირებული იქნას და დამუშავდეს იმ წესით, რომელიც მაქსიმალურად შესაძლო დონით გამორიცხავს გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს. ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ (დადგენილება №159, 01.04.2016)
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყოვლისმომცველი გეგმები, რომლებიც გამიზნული უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ფუნქციების გაუმჯობესებაზე ნარჩენების მართვის სფეროში. აღნიშნული ნარჩენების მართვის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას და „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პრინციპებს. კანონის შესაბამისად მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5-წლიანი პერიოდით და უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნარჩუნდებათ მხოლოდ ნარჩენები შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურებებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების ვალდებულებები. • საქართველოს ნაგავსაყრელები მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის გამოკლებით) რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო კომპანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ 4. წარმოქმნილი ნარჩენების ტიპი, რაოდენობა და ხარისხი მუნიციპალურ არასახიფათონარჩენების წარმოქმნის წყაროებს მიეკუთვნება: • საოჯახო მეურნეობები. კერძოდ, კერძო სახლებსა და მრავალსართულიან შენობებში მცხოვრები ოჯახები; • წარმოება-დაწესებულებები; • სასწავლო დაწესებულებები (სკოლები, სკოლამდელი დაწესებულელები); • მომსახურების სფერო (სავაჭრო და კვების ობიექტები); • სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები; • სხვა ანალოგიური დანიშნულების ორგანიზაციები. • მრავალსართულიანი სახლები განთავსებულია მხოლოდ დ. ლენტეხში 21 სახლი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოიქმნება ასევე მცირე რაოდენობით სახიფათო ნარჩენები, როგორიცაა სამედიცინო ნარჩენები, რომლის შეგროვებასა და გატანას ახდენს კერძო კომპანია. რაც შეეხება ბიოციდების საწყობებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ აღირიცხება. ამასთან მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში წარმოიქმნებოდა აზბესტის ნარჩენები, რომელთა დემონტაჟი საკუთარ სახლებზე ჯერჯერობით არ განხორციელებულა და მომავალშიც ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე ქალაქისა და სოფლების ტერიტორიაზე წარმოიქმნება ინერტული ნარჩენები, ძირითადად, სამშენებლო ნარჩენები. • ნარჩენების რაოდენობა 2016 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან შეგროვებული და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა 1500 კუბ. მეტრი ნარჩენი, მონაცემები აღებულია ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობა“-ის მიერ ნაგავსაყრელზე გატანილი ნარჩენების რაოდენობის მიხედვით. 4.1 ნარჩენების პროგნოზირება ლენტეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის პროგნოზის მიხედვით 2021 წლისათვის მოსალოდნელია, ეს მაჩვენებელი 3000 კუბ. მეტრამდე გაიზარდოს, რაც ნარჩენების შეგროვების ზრდასთანაა დაკავშირებული. წლების მიხედვით ნარჩენების წარმოქმნის მდგომარეობაა:
4.2 ნარჩენების შემადგენლობის ანალიზი ლენტეხის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ნარჩენების შემადგენლობის შესწავლა და მუდმივი დაკვირვება არ ხორციელდება. მაგრამ ნაგავსაყრელზე გატანილი ნარჩენების სავარაუდო უმეტესი წილი მოდის ორგანულ ნარჩენებზე (60%). სხვა სახის ნარჩენებიდან, ეზოს ნარჩენები (20%), პლასტმასის ნარჩენების (5%), მაკულატურის (5%), ლითონისა (1%) და მინის (2%) შემცველობა, სხვა ორგანული და არაორგანული ნარჩენები (7%).
ამჟამად მუნიციპალიტეტში არ ხდება არანაირი სახიფათო ნარჩენების შეგროვება, 2019 წლიდან იგეგმება თანამშრომლობა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ კომპანიებთან რათა არ მოხდეს სახიფათო მუნიციპალური ნარჩენებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დაბინძურება. სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები ინერტული ნარჩენები არის ნარჩენი, რომელიც არ განიცდის მნიშვნელოვან ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის სხვაგვარ ქიმიურ და ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას (მუხლის 3, ნარჩენების მართვის კოდექსი). ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს „ინერტული ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმას“. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენები წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა, სადაც აღწერილია როგორ მოხდება ნარჩენების დამუშავება და წარუდგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ყველა კომპანია, რომელიც წარმოქმნის სამშენებლო ნარჩენებს, სამუშაოების დაწყებამდე უნდა დაუკავშირდეს მუნიციპალიტეტს და წერილობით აცნობოს რას უპირებს აღნიშნულ ნარჩენებს. ამავდროულად, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომ აღნიშნული ნარჩენების მართვა, ნამდვილად ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ. უფრო მცირე რაოდენობის ინერტული ნარჩენების შესახებ, მუნიციპალიტეტში ინფორმაცია არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, თუ რა რაოდენობის ინერტული ნარჩენები ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში ამჟამინდელი პრაქტიკით, ცალკეული პირები, რომლებიც საკუთარ სახლში მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებს ატარებენ, ინერტულ ნარჩენებს ათავსებენ აღნიშნულ კონტეინერებში, ან ათავსებენ არაკანონიერ ნაგავსაყრელებზე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს წინადადება სამშენებლო და ნგრევის ნარჩენებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი ადგილის გამოყოფის შესახებ. 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ნარჩენები შეიცავს სახიფათო მასალებს. მართალია, არსებობენ ფორმალური თუ არაფორმალური შემგროვებლები, თუმცა ისინი ძირითადად დაინტერესებული არიან დიდი ზომის ნივთებით, როგორიცაა სარეცხი მანქანა ან მაცივრები და ისიც ძირითადად გროვდება მეტალის ან მეორადი ნაწილების გამო. ყველა სხვა მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც რემონტს აღარ ექვემდებარება და არანაირიღირებულება არ გააჩნია, როგორიცაა: გაფუჭებული სათამაშოები, საოჯახო ტექნიკა, ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, სავარაუდოდ ხვდება მუნიციპალურ მყარ ნარჩენებში. ბიოდეგრადირებადი ნარჩენები ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, როგორიცაა: სამზარეულოს ნარჩენები, საკვებისა და ბაღის ნარჩენები, წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მთავარ შემადგენელ ნაწილს, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში 45%-ზე მეტია. ბიოდეგრადირებადი ნარჩენები გამოიყენება შინაური ცხოველების საკვებად ან კომპოსტირებისთვის, ხოლო (მუნიციპალური) პარკებიდან და სკვერებიდან ამოღებულ დიდი რაოდენობით ნარჩენებს, ამჟამად ხდება მათი შეგროვება და ნაგავსაყრელზე განთავსება. ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების სტრატეგიას, სადაც ყურადღება გამახვილდება, ნაგავსაყრელზე განსათავსებელ ნარჩენებში ბიოდეგრადირებადი კომპონენტის შემცირებაზე. რაშიდაც ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკუთარ წვლილს შეიტანს. მიმღები პუნქტები დღეისათვის კერძო პირებსა და კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი ნარჩენები მიიტანონ არსებულ ნაგავსაყრელებზე, ქ. ცაგერში, რომლის მართვასაც ახორციელებს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია. თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის ნარჩენების მართვის კოდექსი მუნიციპალიტეტებს აძლევს ერთად მუშაობის საშუალებას. თუმცა, ლენტეხის მუნიციპალიტეტი მსგავს საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართული არ ყოფილა. ხარჯები და შემოსავლები ქუჩების დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება სახლებიდან, საჯარო დაწესებულებებიდან და სხვა იურიდიული პირებიდან ექვემდებარება მომსახურების საფასურის გადახდა, რომლის თანახმად ნარჩენების წარმომქმნელი იხდის შეგროვებისა და განთავსების ხარჯებს. ოჯახებში წარმოქმნილ ნარჩენებს აგროვებს მუნიციპალიტეტი, ხოლო „ნარჩენების მოსაკრებელს“ არეგულირებს კანონმდებლობა. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი განახორციელებს სუბსიდირებას გარდა ამისა მუნიციპალიტეტი ნარჩენებს აგროვებს კერძო კომპანიებისაგან, თუ მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია, კომპანიებისათვის განკუთვნილ გადასახადს არეგულირებს კანონმდებლობა. დღეის მდგომარეობით ამოღებული მოსაკრებელი ვერ ფარავს გაწეული მომსახურეობის ხარჯებს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ლენტეხის რაიონი მდებარეობს გეოგრაფიულად რთულ მხარეში (მისი ბუნებრივი და კლიმატური პირობები), რაც 2-ჯერ ზრდის დასუფთავების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯებს. დღეს არსებული სისტემა არ ითვალისწინებს ხარჯების მოსალოდნელ ზრდას, რაც რეგიონალური ნაგავსაყრელების ახალი სისტემის დანერგვასთან არის დაკავშირებული. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისათვის გამოიყენება კონტეინერული სისტემა. კონტეინერები ნარჩენების შესაგროვებლად განლაგებულია საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს, მოსახლეობას საშუალება ეძლევათ თავად განათავსოს ნარჩენები კონტეინერებში. კონტეინერების დაცლა ხდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით კერძოდ კვირაში 2-ჯერ. კონტეინერული სისტემით მოცულია დაბა ლენტეხის მთლიანი ტერიტორია, ასევე კონტეინერები განლაგებულია სოფელ ბაბილში, სოფელ ლექსურაში, სოფელ ლამანაშურში, სოფელ წიფლაკაკიაში, სოფელ ხოფურში, სოფელ ყვედრეში და სოფელ რცხმელურში აღნიშნულ სოფლებში კონტეინერები განლაგებულია საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად დაბა ლენტეხში განთავსებულია 1,1 მ3 -ის ტევადობის 80 ლითონის კონტეინერი. ნარჩენების გატანის მიზნით ამ კონტეინერების დაცლას შესაბამისი სამსახური ახორციელებს კვირაში 2-ჯერ. ცხრილი №3 კონტეინერების ადგილმდებარეობა და რაოდენობა დაბა ლენტეხში
ცხრილი №4 კონტეინერების რაოდენობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (დაბა ლენტეხის გამოკლებით)
5.2 შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურება ა) შეგროვებისა და ტრანსპორტირების საშუალებები და საოპერაციო პროცესები ნარჩენების მართვის მომსახურებას ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ა(ა)იპ ლენტეხის „კომუნალური მომსახურება და კეთილმოწყობა“, შეგროვების მიზნით გამოიყენება კონტეინერები. მომსახურება ეწევა დაბა ლენტეხის მოსახლეობის 100%-ს, სოფლის მოსახლეობის 3%-ს, ხოლო მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი ვერ სარგებლობს ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ორგანიზებული სისტემით. ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტექნიკური აღჭურვილობა. კონტეინერები 1,1 მ3 მოცულობის – 100 ცალი ნაგავმზიდი მანქანები: კომპაქტური ნაგავმზიდი – 2 ცალი
ცხრილი №5. ნარჩენების ტრანსპორტირების ტექნიკური აღჭურვილობა
ა(ა)იპ „კომუნალურ მომსახურება და კეთილმოწყობას“ შემუშავებული აქვს ნარჩენების გატანის განრიგი, რომელშიც მითითებულია ქუჩებისა და სოფლების დასახლებები და გატანის დრო; ბ) შეგროვების მომსახურების დაფარვის არეალი დ. ლენტეხი ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურებით მოცულია დ. ლენტეხის მთელი ტერიტორია და მოსახლეობის 100 %, მომსახურება ხორციელდება კვირაში 2-ჯერ. 5.3 ქუჩების დასუფთავება ქუჩების დაგვა დასუფთავება ხორციელდება მხოლოდ დ. ლენტეხში, რომელსაც ახორციელებს ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურება და კეთილმოწყობა“. ცხრილი №6. ქუჩების დაგვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
6. ნარჩენების განთავსება 6.1 ნარჩენების გადამუშავება და აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) ნარჩენების აღგენის ორგანიზებული საქმიანობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ხორციელდება, მაგრამ დაგეგმილია უახლოეს პერიოდში მოხდეს ნარჩენების კომპოსტირება და დაინერგოს სეპარირებული შეგროვება – პლასტმასი, მინა და მუყაო. რაც შეეხება რეციკლირების ამ ტიპს საწარმოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის. სეპარირებული შეგროვებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტს ამჟამად არა აქვს არანაირი კონტეინერი 2019 წელს იგეგმება 30 ც ურნის შეძენა 1,1 მ3-ის მოცულობით პლასტმასის შესაგროვებლად და 30ც 1,1 მ3 მოცულობის ურნის შეძენა ქაღალდის შესაგროვებლად. 2020 წელს იგეგმება 20ც 1,1 მ მოცულობის ურნის შეძენა პლასტმასის შესაგროვებლად, 20ც 1,1 მ3 მოცულობის ურნის შეძენა ქაღალდის შესაგროვებლად და 20ც 1,1 მ3 მოცულობის ურნის შეძენა მინის შესაგროვებლად. ტრანსპორტირება მოხდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაგავმზიდი მანქანებით და შეგროვება მოხდება სეპარირებისათვის გამოყოფილ სპეციალურ სასაწყობე ადგილზე. მომსახურე პერსონალს ჩაუტარდებათ ტრენინგი გამოცდილი ტრენერების მიერ. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყობა საჯარო შეხვედრები სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში, სოფლებში დაიბეჭდება ადგილობრივ გაზეთში და სხვა საინფორმაციო საშუალებებით (ინტერნეტით). ორგანული ნარჩენების კომპოსტირების ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს დაბა ლენტეხში გამოიყოფა ადგილი, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება მიიტანოს ბაღის, ეზოს და სხვა კომპოსტირებადი ნარჩენები. მიღებული კომპოსტით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა. ყველა თემში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილებული იქნება, თუ რა სარგებლის მომტანი იქნება მოსახლეობისთვის თითოეულ ოჯახში კომპოსტირების დანერგვა. 6.2 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი და შეგროვებული ნარჩენების განთავსება ხდება ქ. ცაგერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადამზიდი სადგურის ნაგავსაყრელზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებობს არაოფიციალური ნაგავსაყრელები, სადაც მოსახლეობა ათავსებს ნარჩენებს, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, რის გაუვნებელყოფისთვის პერიოდულად ხდება ნარჩენების გატანა. ამ მიზნით ეწყობა დასუფთავების აქციები და ქაოტური ნაგავსაყრელების დახურვის პროცესი. აგრეთვე, მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლების საჯარო შეხვედრები. სახიფათო ნარჩენები სხვა ნარჩენებთან ერთად თავსდება საერთო კონტეინერებში და საბოლოოდ ხვდება ქ. ცაგერში არსებული გადამზიდი სადგურის ნაგავსაყრელზე. მეტალის შემცველი ნარჩენები, რომელსაც კერძო პირები განცალკევებით აგროვებენ და ახდენენ მის რეალიზაციას კერძო პირებზე ნარჩენებში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. რაც შეეხება მკვდარ ცხოველებს, მათი განთავსება ცაგერის ნაგავსაყრელზე მიმდინარეობს, ხოლო სოფლად მოსახლეობა თვითონ ახდენს დამარხვას. სამედიცინო ნარჩენების შეგროვება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან, ხორციელდება სპეციალური კომპანიების მიერ. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დანიშნულების მქონე ზოგიერთი ნივთი მაინც ერევა საყოფაცხოვრებო ნარჩენებში (ძირითადად მოსახლეობის მხრიდან) და შესაბამისად ხვდება საერთო კონტეინერებში და შემდეგ – მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. ეს ძირითადად შეიცავს წამღებს, გამოყენებულ და შესაფუთ მასალებს და ამპულებს. ნარჩენების შემკრებ კონტეინერებში გადაყრილ სხვა ნარჩენებთან შედარებით სახიფათო ნარჩენების რაოდენობა უმნიშვნელოა და მისი წილი 1 %-ზე ნაკლებია
7. დაფინანსება 7.1 ხარჯები და ხარჯების ანაზღაურება ა) არსებული ტარიფები და ხარჯების ფაქტობრივი ანაზღაურება/მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებული გამოცდილება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებასა და გადახდას არეგულირებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლი 9 ივნისის №17 დადგენილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან აღნიშნული დადგენილებით გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები). აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მოსაკრებლის გადამხდელები არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირები, ორგანიზაცია-დაწესბულებები და ინდ. მეწარმეები. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებელყოფის და განთავსების, ასევე ქუჩების, სკვერების დაგვა-დასუფთავების ხარჯები იფარება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, აღნიშნული დადგენილება აწესრიგებს მოსაკრებლის გაანგარიშებისა და გადახდის წესებს. იურდიული პირებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას ახორციელებს ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურება და კეთილმოწყობა“. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლების შემდგომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან მომსახურების არეალის გაფართოებასთან ერთად, სავარაუდოდ დაწესდება მომსახურების ტარიფები ფიზიკური პირებისთვის და გაიზრდება მომსახურების ტარიფები. ტარიფების პროგნოზი მომდევნო 5 წლისათვის შემდეგ სურათს იძლევა:
ცხრილი №8. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტარიფების პროგნოზი.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის დაწესებულებებისა და ინდ. მეწარმეებისათვის 1) მაღაზიები – 5 ლ 2) საზ. კვების ობიექტები – 10 ლ 3) გარემოვაჭრეები – 20 ლ 4) ა(ა)იპ-ები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები – 20ლ 5) ბენზინგასამართი სადგურები – 10 ლ 6) საოჯახო სასტუმროები – 20 ლ სეზონურად 7) აფთიაქები – 10 ლ 8) საბანკეტო დარბაზები – 20 ლ 9) სხვა დაწესებულებები – 20 ლ აღნიშნული გადასახადები არის ფიქსირებული გადასახადები ყოველთვიურად. • დასუფთავების მომსახურების სერვისით სარგებლობს 1300 მაცხოვრებელი, ხოლო მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 7314 ადამიანს. • კომერციულ/ინსტიტუციური/ საჯარო დაწესებულებების არსებული რაოდენობა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით – 22. • მუნიციპალიტეტში მთლიანად არსებული კომერციული/ინსტიტუციური/ საჯარო დაწესებულებები – 92. • მყარი ნარჩენების დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის ოდენობა იწერება ქვითარზე, რომელსაც ყოველთვიურად ადგენს არიგებს და ზედამხედველობას უწევს ეკონომიკური განვითარების სამსახური. • იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისა და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლისათვის განკუთვნილ ანგარიშზე ჩარიცხვით. 2018 წლიდან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებას დადებს ა(ა)იპ – კომუნალური მომსახურება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თანხების ამოღებაზე. სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამართალდარღვევების გამოვლენის და კონტროლის მიზნით შეიაქმნება მაკონტროლებელი ჯგუფი, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგები.
1) 2015 წელს დასუფთავების მოსაკრებლიდან შეგროვებული თანხა – სულ 2000 ლარი 2) 2016 წელს დასუფთავების მოსაკრებლიდან შეგროვებული თანხა სულ – 4000 ლარი ნარჩენების მართვის უზრუნველყოფის ფაქტობრივი ღირებულება (ოპერაციების და მოვლის ხარჯების ჩათვლით, პერსონალის, საწვავის მოვლა/შეკეთების და ა.შ.) • 2015 წელი – 70000 • 2016 წელი – 88000 • 2017 წელი – 105600
სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახიფათო მახასიათებლის მქონე ნარჩენების რაოდენობა და წილი უმნიშვნელოა ჯერჯერობით არ ჩანს ისეთი საწარმო ან ობიექტი, რომელიც ეფექტური დამუშავების, რეციკლირების ან სეპარირების საშუალებას მოგვცემს. ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, მოსალოდნელია, რომ სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენების მცირე (მისაღები) რაოდენობით შეგროვება და განთავსება კვლავ გაგრძელდება, რადგანაც სახიფათო საყოფაცხოვრებო ნარჩენები შედარებით უმნიშვნელო რისკებს წარმოქმნის ხოლო მუნიციპალიტეტში სეპარირებული შეგროვება-გადამუშავება სიმცირის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. უახლოეს მომავალში, მკვდარი შინაური ცხოველების (და მსხვილფეხა საქონლის) მართვის საკითხი დარეგულირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, ერთობლივად შემუშავებული ღონისძიებებით, რომელიც ძალაში შევა 2018 წელს. აგრეთვე მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში გაჩნდა სათანადო ობიექტები და მსგავსი ნარჩენების დამუშავების მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება. მანამდე მუნიციპალიტეტი გააგრძელებს დღეს არსებული პრაქტიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახიფათო ინდუსტრიულ ნარჩენებს, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ რისკების შეკავება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად გააკონტროლებს არის თუ არა ეს ნარჩენები შენახვის ადგილას უსაფრთხოდ დასაწყობებული და რა ღონისძიებები ტარდება აღნიშნულის უზრუნველსაყოფად. თვალთახედვა: საკუთარ ტერიტორიაზე ნარჩენების სეპარირებისას, ან სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი დანერგვისას, მუნიციპალიტეტი ყურადღებას გაამახვილებს, დარჩენილი ფრაქციებიდან გარკვეული სახიფათო ნარჩენების ამოღებაზე, ხოლო შეგროვების მიზნით განხილული იქნება საჯარო მიმღები პუნქტების ამოქმედება, რისი განხორციელება შესაძლებელია მეზობელ მუნიციპალიტეტებთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ ერთად. დაცლილი ბატარიები და აკუმულატორები. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, ბატარეები და აკუმულატორები მოქცეულია „მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებაში“, რაც ნიშნავს, რომ მწარმოებლები და იმპორტიორები, რომელთაც ბაზარზე შემოაქვთ ბატარეები (უშუალოდ, ან როგორც რაიმე პროდუქტის ნაწილი), პასუხისმგებლები არიან მათ სეგროვებასა და რეციკლირებაზე. 2019 წელს, გეგმის მოქმედების პერიოდში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აპირებს შეიმუშაოს „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის“ წესები და მწარმოებლებთან ერთად, განავითაროს შეგროვებისა და რეციკლირების სისტემა. მუნიციპალურ მყარ ნარჩენებში ბატარეების მცირე რაოდენობისა და შესაბამისად, განთავსების ხარჯებზე მცირე გავლენის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი არ აპირებს, ჩაერთოს ბატარეების სეპარირებულ შეგროვებაში აღნიშნულ დრომდე. სამშენებლო და ნგრევის ნარჩენები. ზოგიერთი სახის ინერტული ნარჩენები ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამასთან, დანაგვიანება და ნარჩენების გზის პირას გადაყრა მიუღებელია ესთეტიური თვალსაზრისითაც, გამომდინარე აქედან, აღნიშნული ქმედება აკრძალულია, ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი, აწესებს ჯარიმებს სამშენებლო ან ინერტული ნარჩენებით, გარემოს დაბინძურებისთვის. 1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. 1მ3 ან 1მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია. ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. ამჟამად შესაძლებელია ნარჩენების პირდაპირ ნაგავსაყრელზე მიტანა. თუმცა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აღნიშნავს, რომ რეგიონალური ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ, ეს შეიძლება აღარ იყოს შესაძლებელი. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტი ამზადებს წინადადებებს ინერტული ნარჩენების განსათავსებლად სათანადო ადგილების გამოყოფის შესახებ. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, ელექტრო და ელექტრონული აღჭურვილობისგან წარმოქმნილი ნარჩენები მოქცეულია „მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებაში“, გეგმის მოქმედების პერიოდში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აპირებს შეიმუშაოს „მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის“ წესები და მწარმოებლებთან ერთად, განავითაროს შეგროვებისა და რეციკლირების სისტემა. მუნიციპალურ მყარ ნარჩენებში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების მცირე რაოდენობისა და შესაბამისად, მათი განთავსების ხარჯებზე მცირე გავლენის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი არ აპირებს, აღნიშნულ დრომდე ჩაერთოს ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაში. ბიოდეგრადირებადი ნარჩენები. ბიოდეგრადირებადი ნარჩენების დამუშავების ყველაზე მარტივი და სრულყოფილი გზა არის კომპოსტირება. საოჯახო კომპოსტირება ჩვენთან უკვე დაწყებულია და მუნიციპალიტეტი აპირებს ეს საქმიანობა უფრო მეტად წაახალისოს, კომპოსტირების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ საკუთარი ბაღის მქონე ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტი აპირებს ჩაერთოს ამ კამპანიებში, დაარიგოს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იქნება როგორ მოვაწყოთ საკუთარი კომპოსტირების კონტეინერი. პრაქტიკულად ბაღის ნარჩენების, ქუჩაში ფოთლების და შემოდგომაზე მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა აიკრძალება ამ მიზნით ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მოამზადებს ადმინისტრაციულ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ნარჩენების ღია წესით დაწვას, დარეგულირებს სპეციალურ გამონაკლისებს და ამავდროულად დააწესებს საჯარიმო სანქციებს. მიმღები პუნქტები. ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ, ნაგავსაყრელამდე მისასვლელი მანძილი გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება ნაგავსაყრელამდე ნარჩენების მიტანის ხარჯები, რასაც მოჰყვება ნარჩენების არალეგალური გადაყრა ან მუნიციპალური კონტეინერების ზედმეტად გადავსება. მოსახლეობისთვის მისაღები ალტერნატივის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტი სეიმუშავებს ღონისძიებებს, რათა გააუმჯობესოსო შეგროვების მომსახურება, ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში: ჩვენს მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების კომპანიასთან შეთანხმებით გაკეთდეს გადამზიდი სადგური. თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებს შორის. გეგმის მოქმედების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი შეისწავლის თუ რა სახის თანამშრომლობა შეიძლება დამყარდეს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან, ამ მხრივ ყურადღება დაეთმობა მყარი ნარჩენების კომპანიასთან ინერტული ნარჩენების ერთობლივ ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსებას დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით. ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს სეპარირებული შეგროვების დანერგვას, რომელიც მეზობელ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ხელს შეუწყობს რეციკლირებადი მასალების გაყიდვას. მეზობელი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობა შეეხება ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებასა და რეციკლირებას; აგრეთვე საჯარო ცნობიერების ამაღლების საკითხს. ხარჯები და შემოსავლები. ნარჩენების მართვის გეგმის მოქმედების განმავლობაში, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებელს კერძო პირებისა და კომპანიებისათვის, რომლის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპებია: • „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპი ვრცელდება როგორც მოსახლეობაზე, ისე კომპანიებზე; • მოსახლეობის შემთხვევაში, მოსაკრებელი ეფუძნება ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენების წარმოქმნის მაჩვენებელს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საინვესტიციო ხარჯების ცალკეულ პირზე გადაჭარბებით დაკისრება; • შეგროვების სისტემა დაბალანსებულია მომსახურების მაღალი ხარისხისა და შეგროვების მაჩვენებელს შორის. • მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია ის თემი, რომელსაც მუნიციპალური მომსახურება არ მიეწოდება; • მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად განიხილავს და მიიღებს დადგენილებას სოციალურად დაუცველი ფენების მოსაკრებლისგან განთავისუფლების შესახებ, ამისათვის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსგან მოიძიებს ფინანსურ მხარდაჭერას. • მუნიციპალიტეტში დაინერგება მეორადი მასალების სეპარირებული შეგროვება, კომპოსტირება და ნარჩენების პრევენციის ღონისძიებები, რის შედეგადაც შემცირდება ნაგავსაყრელზე საბოლოო განთავსების ხარჯები; • მუნიციპალური მომსახურების გამოყენების ნაცვლად, მსხვილი კომპანიები ნარჩენების შეგროვება-გატანაზე კონტრაქტს გააფორმებენ ავტორიზირებულ კომპანიებთან, ხოლო მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ისარგებლებენ მუნიციპალური მომსახურებით. • მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მცირე ზომის სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები, რომლებიც მუნიციპალური მომსახურებით ისარგებლებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია. საინფორმაციო ჯგუფის მიერ განხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება მუშა ჯგუფის პირადი კონტაქტით, აგრეთვე მერის წარმომადგენელთა ჩართულობით. დაიბეჭდება საინფორმაციო ფლაერები და ბუკლეტები, გამოქვეყნდება ინფორმაცია სოციალურ ქსელში და ადგილობრივ პრესაში. გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის შენიშვნები და წინადადებები. 7.2 აღდგენა (რეციკლირება და კომპოსტირება) ნარჩენების აღდგენის ორგანიზებული საქმიანობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ ხორციელდება. დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების, შეგროვების და გატანის ხარჯების დინამიკა (2015-2017 წლებში)
ბიუჯეტი და დაფინანსების პროცესები. საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს გაფორმებული გრანტისა და სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტისთვის მიიღო დაფინანსება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტისთვის შეისყიდა კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანები და ნარჩენების კონტეინერები კერძოდ: 1. ნაგავმზიდი მანქანა 13 მ3 1 ხიდიანი 1 ცალი, 2. ნაგავმზიდი მანქანა 7 მ3 2 ხიდიანი 1 ცალი. 3. ნარჩენების კონტეინერი (ურნები) 100 ცალი, რომლის საფასური მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი უნდა იქნეს ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
8. ნარჩენების მართვის სისტემის შეფასება. 8.1 ლენტეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სისტემის S W O T ანალიზი სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით შემუშავებული იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობისა და საფრთხეების განსაზღვრის (SWOT ალიზი). ძლიერ მხარეებს შორის აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ – ლენტეხის მუნიციპალიტეტის „კომუნალური მომსახურება და კეთილმოწყობა“, რომელიც ახორციელებს ნარჩენების მართვის მომსახურებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეისათვის უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და გატანას; ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მზარდი დინამიკა; დასუფთავების მოსაკრებლიდან შემოსული თანხების ეტაპობრივი ზრდა. სუსტ მხარეებს შორის აღსანიშნავია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასანქცირებული ნაგავსაყრელების არსებობა; სახიფათო ნარჩენების მართვის განუხორციელებლობა სპეციალური დამტვირთველი ტექნიკის არ არსებობა; ნარჩენების მართვის მომსახურებით არ არის მოცული მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია; ნარჩენების სეპარირების სისტემების არ არსებობა; მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ატარებს ტენდერს ტერიტორიების დასუფთავებისა და ნარჩენების გატანაზე, რაც იწვევს არასტაბილურობას. 8.2 მუნიციპალური ნარჩენების მართვის განვითარება და ცვლილებები. მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაციისათვის გამოიყენება მოსახლეობასთან შეხვედრები და სხვა, სამიზნე ჯგუფები, სადაც გამოკვეთილი პრობლემების შესაბამისად ჩამოყალიბდა პრიორიტეტული მიმართულებები. ცხრილი №9. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების რანჟირება. პრობლემის აღწერა კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა; მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება; ნარჩენების სეპარირების არარსებობა; არასანქცირებული სტიქიური ნაგავსაყრელები; სპეციალური ტექნიკის ნაკლებობა (ჩამჩიანი დამტვირთველი და დამგველი ავტომანქანა); ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურების არეალის სიმცირე; ნარჩენების წვა; ნარჩენების კომპოსტირების არარსებობა; ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისათვის სანქციების არგამოყენება; ამდენად ყველაზე პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენს: ნარჩენების შეგროვებისათვის კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა ამ ეტაპისთვის, მაგრამ 2017 წელს დაიწყო და ყოველწლიურად იგეგმება კონტეინერების შესყიდვა; მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს გარემოს ნარჩენებით დაბინძურებას; ნარჩენების დახარისხებული შეგროვების (სეპარირების) სისტემის არარსებობა; მუნიციპალიტეტში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები. ლენტეხის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის ხედვა: „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის სფეროში განისაზღვრა ორი მნიშვნელოვანი ფუნქციით: მუნიციპალიტეტის სამოქმედო არეალში ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის დანერგვა; ნარჩენების აღდგენის სისტემების შექმნა, სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარებას.
სტრატეგიული მიზნები, რომელთა მიღწევა დაგეგმილია 2018-2023 წლებში: მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის ამაღლება. მიზანი 2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა. მიზანი 3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით.
ამოცანები და მათი მიღწევის ღონისძიებები: ცხრილი №10 სტრატეგიული მიზნები და ამოცანები. მიზანი 1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის ამაღლება
მიზანი 2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებს ნარჩენების სეპარირების ვალდებულებები ეკისრება 2019 წლიდან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ პროექტის ერთნაირი პრობლემების ერთობლივი გადაჭრა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესება, აუცილებელია ნარჩენების სახეობების (პლასტმასი, ქაღალდი, მინა) სეპარირებული შეგროვების უზრუნველყოფა, რისთვისაც გამოყენებული იქნება სპეციალური კონტეინერები, ხოლო მის დახარისხებას მოახდენს მოსახლეობა.
მიზანი 3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის შესახებ
8.3 ეროვნული მიზნები, ვადები (ეროვნული გეგმა/სტრატეგია) საქართველოს ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგია მოიცავს 15-წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.) სტრატეგიის შესაბამისად საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვაა: „საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“, რაც მიიღწევა: • ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით • ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით • ხარჯების სრული ამოღების დანერგვით • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვით • ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით • სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექნიზმების დანერგვით. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით ეროვნული სტრატეგიაში დასახულია ნარჩენების შეგროვების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:
სტრატეგია ითვალისწინებს შესაძლებლობების ფარგლებში ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, რეციკლირებასა ან/და აღდგენას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ამ მიზნის მისაღწევად წარმოადგენს ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის წარმოშობის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2019 წლისთვის (ამოცანა 5.1) დასახულია რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების ეტაპობრივი მიღწევა:
ამოცანა 5.3 ითვალისწინებს კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობასა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას 2020 წლისათვის. დანერგილი უნდა იქნეს ტექნოლოგია საზომი მექანიზმის, რომელითაც მოხერხდება ნარჩენების სორტირების მაჩვენებლის დათვლა. ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საჯარო სექტორის, კერძო კომპანიებისა და საზოგადოების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. სტრატეგია ისახავს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესებას 2018 წლისათვის (ამოცანა 9.2) და საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებას ნარჩენების მართვის საკითხებზე 2020 წლისათვის (ამოცანა 9.4), კერძოდ: --- კადრების დატრენინგება/კვალიფიკაციის ამაღლება --- საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებისთვის/საბავშვო ბაღებისთვის --- ღონისძიებები ცნობიერების ასამაღლებლად --- საზოგადოების რეგულარული ინფორმირება ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვის პროცესში. 8.4 რეგიონული განვითარება ნარჩენების მართვის კოდექსი მუნიციპალიტეტებს აძლევს ერთად მუშაობის საშუალებას, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თუ რა სახის თანამშრომლობა შეიძლება დამყარდეს მეზობელ მუნიციპალიტეტებთან, ამ მიზნით უკვე გადაიდგა ნაბიჯები და შეიქმნა რეგიონული ნაგავსაყრელები, რომლებიც მყარი ნარჩენების მართვის სახელმწიფო კომპანიის პრეროგატივაა, ხოლო ქ. ცაგერში მოეწყო ნარჩენების შეგროვების გადამზიდი სადგური, რომელიც მოემსახურება ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს სხვა მუნიციპალიტეტებთან რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები, ამგვარად ინიციატივის მაგალითი შეიძლება იყოს ნარჩენების დამუშავების ინფრასტრუქტურის განვითარება და კომპოსტირება. 8.5 ნარჩენების მართვის სამომავლო საქმიანობის მიმართულებები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების წარმოქმნის დინამიკა:
მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ტენდენცია 2018-2021 წლებში ზრდადია, რაც გამოწვეულია იმით, რომ იზრდება მყარი ნარჩენების გატანის მომსახურების არეალი, ნარჩენების მართვის სისტემების ეფქტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია შესაბამისი სერვისებით მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის მოცვა. ამ ეტაპზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მომსახურებით სარგებლობს დაბა ლენტეხის 100% და დანარჩენი მოსახლეობის მხოლოდ 3%, რის გამოც ნარჩენების შეგროვებისა და ტრანპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე აქტუალურია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად 2010 წლისათვის მიღწეული უნდა იქნეს მინიმალური მაჩენებელი 90%, ხოლო 2025 წლისათვის – 100%. გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებისა და გატანის უზრუნველსაყოფად კონტეინერული სისტემის ეტაპობრივი დანერგვა თემებისა და სოფლების დაჯგუფების მიხედვით. პირველ ეტაპზე საჭიროა მოხდეს კონტეინერების რაოდენობის გაზრდა იქ, სადაც ეს სისტემა მუშაობს, ასევე იმ თემებში, სადაც დიდი რაოდენობის მოსახლეობაა და შესაბამისად დიდი მოცულობის ნარჩენები წარმოიქმნება. ხარჯები და შემოსავლები 1.1 საინვესტიციო დანახარჯები წლების მიხედვით
1.2 ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ხარჯები
1.3 ბილინგის ხარჯები
1.4 ნარჩენების მართვის მომსახურებასთან დაკავშირებული საერთო ხარჯები
1.5 საპროგნოზო დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე 2018-2022
1.6. შემოსავალი (მოსაკრებლებიდან)
სამოქმედო გეგმები
ამოცანა 1.1 ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე
ამოცანა 1.2 ნარჩენების შემკრები კონტეინერების სანიტარიული ნორმების დაცვა
ამოცანა 1.3 სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შეძენა
ამოცანა 1.4 დ. ლენტეხის ქუჩების დაგვა-დასუფთავების უზრუნველყოფა
ამოცანა 1.5 სახიფათო ნარჩენების შეგროვების სისტემის შექმნა
ამოცანა 1.6 ნარჩენების მართის მომსახურებისათვის მოსაკრებლის ამოქმედება
მიზანი 2. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა ამოცანა 2.1 პლსატმასის ნარჩენების სეპარირებული შეგროვება – დ. ლენტეხი, სოფელი რცხმელური, სოფელი ყვედრეში, სოფელი ხოფური.
ამოცანა 2.4 ნარჩენების კომპოსტირების პროპაგანდა
მიზანი 3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის შესახებ ამოცანა 3.1 ნარჩენების მართვის საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები