დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016308 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.10.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016185) და დადგენილების დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.“ 3. დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“. 4. დადგენილების დანართი №1-ის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვანის მუნიციპალიტეტის მერისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.“. 5. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური. 3. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 4. საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური. 5. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.“. 6. დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“. 7. დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1(ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.vani.gov.ge, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები