„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016304
76
21/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
010250050.35.121.016304
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №76

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ვანი

 

„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ივნისის №15 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22.06.2017,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016243) დანართში „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლება-მოვალეობებს.“.

2. დანართის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს აპარატი (შემდგომი – აპარატი) არის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.“.

 3. დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აპარატი წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ  და ანაზღაურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელიც შედგება პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.“.

 4. დანართის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა;“.

5. დანართის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაზე ზედამხედველობა; კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;“.

6. დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების  განყოფილება.

7. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. აპარატის მოხელეები და მათი შეფასების სისტემა

1. აპარატი შედგება პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.

2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია:

ა) დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;

გ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – განყოფილების უფროსის მოადგილე;

დ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები.

3. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებიდან გამომდინარე, თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება ხორციელდება „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების საფუძველზე მიღებული შეფასების სისტემით, რომელსაც აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დასაქმდნენ შტატგარეშე მოსამსახურეები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.“.

8. დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებიდან, ფრაქციებიდან, მუნიციპალიტეტის მერიიდან და ასევე ინიციირების წესით შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების, შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ახდენს მათ ვიზირებას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;“.

9. დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და მერიისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია/კომისიები, რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად. კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის/კომისიათა ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა;“.

10. დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განყოფილება აერთიანებს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე დანიშნულ პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.“.

11. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით ახდენს საკადრო რესურსების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ანალიზს; შეიმუშავებს წინადადებებს მოხელეთა კვალიფიკაციისა და პროფესიულ ზრდასთან, მოხელეთა სწავლებასთან დაკავშირებით; ახდენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ  მოხელეთა სიას; ამზადებს წინადადებებს მოხელეთა გადამზადების პროგრამათა განსაზღვრისთვის;“.

12. დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განყოფილება აერთიანებს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე დანიშნულ პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.“.

13. დანართის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

14. დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შეიმუშავებს აპარატის შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;“.

15. დანართის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი (შემდგომში – განყოფილების უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

16. დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს  განყოფილების  და განყოფილების მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

17. დანართის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის წესით.

18. დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის საჯარო მოხელედ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით.“.

19. დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

1. საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსისა და დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი