დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილების დანართი №1 და დანართი №2-ში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016302 |
|
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილების დანართ №1-სა და დანართ №2-ში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.01.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016258) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს და დამტკიცდეს ახლად წარმოდგენილი დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დადგენილების დანართ №2-ში შეიცვალოს ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების სახელწოდება და ეწოდოს ,,მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება“.
|
| მუხლი 2 |
დანართ №1-ის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 01 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების და პროფესიულ საჯარო მოხელეთა 2018 წლის თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები