დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.017074 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით; ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის მიმართულებით ან საინვესტიციო პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში, ან პროექტების მართვისა და მონიტორინგის ან/და დონორებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს კანონის „გრანტების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის ცოდნა.“. 2. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება უმაღლეს ეკონომიკურ ან იურიდიულ განათლებას); ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება); გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის I და III თავების, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, წლიური საბიუჯეტო კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“. 3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილების „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანების „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები