„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016356
25
19/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250050.35.154.016356
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 19 თებერვალი

დაბა თიანეთი

 

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიანეთის მუნიციპალტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში (ვებგვერდი, 12/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154,016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“  და „გ.ე“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;“;

„გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოში წარსადგენი ნორმატიული აქტების (გადაწყვეტილებების) პროექტებს.“;

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) იურიდიული სამსახური;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ) სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახური;

ე) ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური;

ვ) შესყიდვების სამსახური;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური;

კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება, მერიის საქმიანობის მეტერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

2. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მერიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვა, მერიის იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი ვიზირება.

3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვა.

4. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა; კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება.

5. ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელების და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.

6. შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებასა და დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად შესყიდვების განხორციელება.

7. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

8. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ზედამხედველობის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების მომსახურების ორგანიზებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამსახური აგრეთვე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.

10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ

თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:

ა) მოხელეები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე, 52-ე მუხლებით  განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 თავის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი VI

მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.“.

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის უფლებამოსილებაა შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური