„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016310
12
20/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250050.35.156.016310
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2018 წლის 20 თებერვალი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016283) და დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია/სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;

დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) ეკონომიკის სამსახური;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი