დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016385 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 12/02/2018, 010250050.35.166.016384) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა არ აღემატება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, რაც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაბეგვრას.“. 2. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები