„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016421
18
19/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250020.35.158.016421
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 010250020.35.158.016219) და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში  ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესი დანართი 1-ის შესაბამისად;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 2. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის (სამრთალსუბიექტი)  შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლოს გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური  ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა).

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ოქმის ზედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული მცირე სახელმწიფო გერბი და ზედა მარჯვენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბი.

4. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ  გაფორმებული  მინდობილობა.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საჯარო მოსამსახურეები (შემდგომში – საჯარო მოსამსახურე).“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. საჯარო მოსამსახურე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 150, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 1591  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს  შემოწმება.
2. საჯარო მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 150, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნათა  დაცვით.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე  სეიფში  ან  კარადაში.

3. სამართალსუბიექტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა  და  გაცემისთვის  ინიშნება  პასუხისმგებელი  პირი.

4. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმის  აღრიცხვის ჟურნალში.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში. 

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის გაფუჭების ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმას თან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.

8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალები უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული.

9. ჟურნალებში  ყველა   ჩანაწერი  კეთდება  ლურჯი   ან  შავი  ბურთულიანი კალმით.

10. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი  პასუხისმგებელი  პირი  აკეთებს  შესაბამის  ჩანაწერს.

11. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული  წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს  პირველის  გაგრძელებას.

12. ჟურნალში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის  ფარგლებში.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

 

„დანართი  №5 

 

გამოსაყენებლად უვარგისი   ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის    ჩამოწერის ფორმა

 

ი №___

 

გამოსაყენებლად უვარგისი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის  ჩამოწერის შესახებ

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის                                                     ___ ______ 20 წელი

ზედამხედველობის სამსახური

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის   №

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის

აღრიცხვა-ანგარიშებზე

პასუხისმგებელი პირი  ________________________________    ______________________               

​                                                                                   (სახელი, გვარი)                             ​(ხელმოწერა)

სამსახურის უფროსი: __________________________________    _____________________

                                                     ​        (სახელი, გვარი)                                           (ხელმოწერა)   

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი