დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.108.016382 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის №1251 ორგანული კანონის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.mastsne.gov.ge., 17/02/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.108.016254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-14 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“; „17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები