დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016419 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №62 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260020.35.158.016387) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 513, 533, 55, 552, 553, 150, 1501, 151-ე, 152, 1522, 1534, 1591 მუხლებით და საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აგზავნის განსჯად სასამართლოში; გ) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს საქმეებს და შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეექვსე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ.ვ“ და „ლ.რ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები