„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016369
16
16/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
010250020.35.149.016369
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2017, 010250020.35.149.016336) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები;

ა) დადგენილების სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ი შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის


მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომშისამსახური ) არის კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოფს : სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას , სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად “, ადმინისტრაციულ წარმოებასნარჩენების მართვის კოდექსისადასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითგათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე -80 მუხლის შესაბამისად რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ , ჩამოხეულ , დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით , მიწათსარგებლობის , საზოგადოებრივი მომსახურეობის , ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების , რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას , ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ , კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ასევე აღასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებსა და მერის დავალებებს .

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით , კასპის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით .


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგანგანყოფილებებისგან .

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :

) ადგილობრივი მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება ;

) უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება .

3. სამსახურის ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით . მისი არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ).

4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (განყოფილების უფროსი ) და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისგან .

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით . მისი არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ -ერთი საჯარო მოსამსახურე .

6. განყოფილების საჯარო მოსამსახურეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით . განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ " კანონის შესაბამისად .


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

დ) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;

ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ზ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;

თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრეული სხვა უფლებამოსილებები.


მუხლი 4. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავანელი (სამსახურის უფროსი)
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავანელი (სამსახურის უფროსი):

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ვ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს საქმეებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;

ზ) შესაბამისი განყოფილების წარდგინებით აწარმოებს ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს;

თ) სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას;

ი)  სამსახურის უფროსს უფლება აქვს შეადგინოს სააღსრულებო ფურცელი.


მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლების კონტროლის განყოფილების ფუნქციები
ადგილობრივი მოსაკრებლების კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

გ) მოსაკრებლის ერთიანი ბაზის შექმნას და მასში პერიოდულად ცვლილებების შეტანას;

დ) მოსახლეობაში უზრუნველყოფს მოსაკრებლის ქვითრის დარიგებას;

ე) სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.


მუხლი 6. უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციები
უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

ბ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;

გ) სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად;

დ) ადმინისტრაციულ წარმოებას ,,ნარჩენების მართვის კოდექსით“ და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ე) რეაგირებას და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად;

ვ) კასპის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ზედამხედველობას, ასევე, პროექტთან შესაბამისობისა და ხარისხის კონტროლს;

ზ) სხვა უფლებამოსილების განხორციელება.