დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის #58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.110.016341 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
1. დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს და აბაშის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და აბაშის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.“ 2. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი-ზომით 3X4; (კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და ფოტოსურათების წარდგენა შუამდგომლისგან მოთხოვნილ იქნეს სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნის მერის მიერ განხილვის ეტაპზე და წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ კანდიდატის თანხმობით)“. 3. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები