„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016262
20
19/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250050.35.126.016262
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თერჯოლა

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №3 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08.01.2018წ., 010250050.35.126.016245):

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი;

ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი;

გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.“.

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იქნება მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.

4. დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:

ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად,  გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად;

დ) გარდაიცვალა;

ე) გაუვიდა უფლებამოსილების ვადა;

ვ) პირადი განცხადების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე