„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 480350000.10.003.020408
93
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
480350000.10.003.020408
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №487 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2011, 480350000.10.003.016647) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე.

3.  საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

5.  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

6.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

11. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) უფროსი.

12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

13. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის  უფროსის მოადგილე.

14. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

15. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.

16. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

17. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.“.

 „3. კომისიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. დეპარტამენტის უფროსი ამავე დროს არის კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი