„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.020407
92
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
140080000.10.003.020407
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 16/06/2014, 140080000.10.003.018012) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პლანშეტების შემადგენლობის გათვალისწინებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების, სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა თანამშრომელთა ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკითა და სიმბოლიკით უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კომპლექტაციის, აღწერილობისა  და მოხმარების პერიოდების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი