დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.020406 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:
1. მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დადგენილი წესით მოსამსახურეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირს − რიგითის სამხედრო წოდებას;“. 2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“. 3. მე-13 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) სამხედრო სავალდებულო.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული, კადრისა და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები