„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.020405
90
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
120260020.10.003.020405
„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2014, 120260020.10.003.018026) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა

1. ზურაბ  ალავიძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.

2. კახაბერ გულედანი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. ლელა ჩიქოვანი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი.

4. თამილა ბარკალაია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

5. ზვიად მიხანაშვილი − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

6. შალვა ჯაბახიძე − საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

7. მერაბ მალანია − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

8. გიორგი პატარიძე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

9. ლია გიგაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი.

10. ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

11. გიორგი ხადური – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

12. ლევან ძნელაძე − საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

13. ნოდარ რაზმაძე − საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი.

14. გოჩა ხარშილაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

15. დავით ფერაძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

16. დავით გრიგალაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

17. გიორგი ტუღუში − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

18. ინგა მაზანაშვილი −  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი