„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016362
9
16/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
190040000.35.149.016362
„კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 დეკემბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2017; 190040000.35.149.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კაპის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესი

ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე  რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის, 1-ლი პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   ცერებრალური დამბლით; ტეტრაპლეგიით; ერბ-შარკო-შტრუმპელის ოჯახური სპასტიკური პარაპლეგიით; არასრული ოსტეოგენეზით; კახექსია მძიმე ფორმით;  აუტიზმით; დაუნის სინდრომით; გონებრივი ჩამორჩენილობით; სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან; ეპილეფსიით; ფენილკეტონურიით; ცელიაკიით; ჰიდროცეფალიით; მიკროცეფალიით; სპინალური ამიოტროფიით; სპინო-ცერებრალური ატაქსიით; ცერებრო-სპინალური ფორმით; სპონდილოართრიტით; ორმხრივი ნეოართროზით და  სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები)   დაავადებულ პირებზე სოციალური  დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მარტოხელა მშობლის დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  მცხოვრებ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და  მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.

2.  მუნიციპალიტეტის მერიაში  წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობა;

გ) შვილების დაბადების მოწმობები და  არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი (ან პირადობის მოწმობა);

დ) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

ე)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

ვ)  სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო  რეესტრის სამსახურიდან (დეპარტამენტი) გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა, მარტოხელა მამა) სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით;

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებით.“;

დ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის, მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე