საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულების (სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი) რატიფიცირების თაობაზე

  • Word
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულების (სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი) რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 20/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
660
07/12/2000
სსმ, 119, 20/12/2000
0000.00.00.000000
საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულების (სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი) რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულების (სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი) რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის საკრედიტო ხელშეკრულება (სასოფლო-სამეურნეო კვლევის, დანერგვა-კონსულტირების და სწავლების პროექტი).

2. პროექტის განხორციელების დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისიასთან შეთანხმებით, საკრედიტო რესურსების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების, უშუალოდ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებში მეცნიერული კვლევებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, პროექტის საკონსულტაციო მომსახურებასა და სწავლების კატეგორიაზე გამოყოფილი თანხის და პროექტის მართვის ჯგუფის, პროექტების საკოორდინაციო ჯგუფის, საგრანტო საბჭოს სამდივნოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოპერატიული ხარჯების გარკვეული ნაწილი დაემატოს პროექტის „ა” ნაწილის ფარგლებში გასაცემ გრანტებს.

3. პროექტის განხორციელების დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკის საზედამხედველო მისიასთან შეთანხმებით, შემცირების მიზნით გადაისინჯოს პროექტის „ა” ნაწილის ფარგლებში გასაცემ გრანტებში სახელმძღვანელო ცნობარის მიხედვით გათვალისწინებული ადმინისტრაციული, სამივლინებო და კონსულტირება-სწავლებისათვის გამოყოფილი თანხების მაქსიმალური მოცულობები.

4. განახლდეს და დამტკიცდეს საკონკურსო გრანტების საბჭოს შემადგენლობა.

5. ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, პროექტის აღმასრულებელი ჯგუფის თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოცხადდეს კონკურსი ამ ჯგუფში ძირითადი თანამდებობების დასაკავებლად.

6. დაიხვეწოს კონკურსების ჩატარების მართვის მექანიზმი, საკონკურსო განაცხადებისა და პროექტების შეფასების ფორმები და კრიტერიუმები.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე            ზ. ჟვანია

თბილისი,

2000 წლის 7 დეკემბერი.

№660Iს