„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 22/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016370
20
16/02/2018
ვებგვერდი, 19/02/2018
010250040.35.167.016370
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2018 წლის 16 თებერვალი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2014, 010250040.35.167.016131).
მუხლი 2
1. დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „კ) უზრუნველყოფს საკრებულოს საჯარო ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის   ადმინისტრაციულ შენობებში;“;

ბ) „მ) უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას და დაგეგმვას;“;

გ) „ნ) ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას;“.

3. ამოღებულ იქნეს  დებულების  მე-7 მუხლის    მე-2 პუნქტიდან ,,ვ“ და,,ზ“ ქვეპუნქტები.

4. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა)  „თ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თანამდებობის პირებისა  და საკრებულოს წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებას;“;

ბ) „ი) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის სახელზე შემოსული წერილების,მომართვების, საჩივრების, განცხადებების და სხვა კორესპონდენციის მიღებას და რეგისტრაციას, გასული კორესპონდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;“.

5. ამოღებულ იქნეს დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 მარტიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია