დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020396 |
|
„გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2017, 010220020.10.003.019995) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.“. 2. მე-5 მუხლს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) უფლებამოსილია, შეიმუშაოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ორგანოების, ჯგუფის/ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი, შეარჩიოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ორგანოების, ჯგუფების/ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატ(ებ)ი;“. 3. მე-6 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. ამ შემთხვევაში, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უწყებათაშორისი კომისიის წევრთა მიერ გაგზავნილი თანხმობის წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უწყებათაშორისი კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები