დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016341 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (ვებგვერდი ( www.matsne.gov.ge), 06.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016295) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში – საკრებულოს წევრი), რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 500(ხუთასი) ლარი.“ |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს თითოეული იმ წევრისთვის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ამ დანართის (წესი) პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს წევრის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები