„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016958
52
22/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
100020020.22.038.016958
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №52

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016529) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება

1. დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებული არიან პალატაში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

2. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან. არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი