დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.165.016321 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 190020020.35.165.016291, 29/12/2017წ.).
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის I თავის 1-ლი–მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანადართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემოსავლები 11468,466 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3050,000 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7428,466 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1170,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8372,602 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 8. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4006,218 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4106,218 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,000 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (-910,354) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-910,354) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 910,354 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (0,0) ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 210.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 85.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის – 116,6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილების დანართის II თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი17. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები