„ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016339
32
16/02/2018
ვებგვერდი, 22/02/2018
010250050.35.140.016339
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2018 წლის 16 თებერვალი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

  ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის 48 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 30/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.140.016135) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ინფორმაციის მიწოდების დროულობისა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოში ამისათვის პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.“;

„3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსი.“.

2. მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.

6. მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების (მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში) მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე