დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.140.016338 |
|
„ასპინის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
„ასპინის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (www.matsne.gov.ge, 30/10/2014; ს/კოდი: 010250050.35.140.016134) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თვითმმართველობის ორგანოს სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება ხდება მისამართზე: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ.№3, საკრებულო, მერია. 3. თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებს და მოქალაქეთა წერილებს იღებს და აღრიცხავს (რეგისტრაციაში ატარებს) ასპინძის მუნიციპალიტეტის (საკრებულოს და მერიის) შესაბამისი სამსახური.“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მუნიციპალიტეტში შემოსული დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ წინასწარი განხილვის შემდეგ ვიზირებისათვის გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის მერს.“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერი, თავის მხრივ, რეზოლუციის სახით, დავალებებს აძლევს თანამდებობის პირებს და სხვა მოსამსახურეებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები