„ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.140.016333
26
16/02/2018
ვებგვერდი, 22/02/2018
190040000.35.140.016333
„ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2018 წლის 16 თებერვალი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამული კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის 26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2015; საინდიტიფიკაციო კოდი: 190040000.35.140.016174) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.

4. გადანაწილების უფლება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

5. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს – ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე).“.

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში.

2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო ორგანო.“.

 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. გადანაწილების ან/და თანხების ასახვა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე