„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016984
78
13/04/2018
ვებგვერდი, 16/04/2018
010320040.22.038.016984
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №78

2018 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №47 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/06/2017, 010320040.22.038.016805) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასწავლო ცენტრში, თეორიული სწავლების ფარგლებში, მოქმედებს პირველი, მეორე და მესამე დონის სასწავლო კურსები. მოსამსახურე სასწავლო კურსებს გადის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.“;

ბ) მე-8 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“-„რ“ ქვეპუნქტები:

„პ) პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული ასისტენტი;

ჟ) ინსპექტორი-მძღოლი;

რ) ინსპექტორი (გუშაგი-მძღოლი).“;

გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „81“ პუნქტი:

„81. მესამე დონის სასწავლო კურსი განკუთვნილია სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურეებისათვის.“.

2. მე-5 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ მუხლი:

მუხლი 51. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურის სწავლება და გამოსაცდელი ვადა

1. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება სპეციალური შემოწმების შემდეგ, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი წარმოადგენს  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს მოსამსახურის საქმიანობას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი აცნობს მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ ძირითად პრაქტიკულ საკითხებს, აძლევს მას შესაბამის მითითებს და, შეხედულებისამებრ, უწევს დახმარებას შესაბამისი ფუნქციების განხორციელებაში.

3. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, გადის მომზადების სპეციალურ სასწავლო კურსს, რომელიც შედგება სამი სასწავლო ეტაპისგან:

ა) თეორიული სწავლება პრაქტიკულ საკითხებში;

ბ) პრაქტიკული სწავლება;

გ) თეორიული სწავლება სამართლებრივ საკითხებში.

4. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სწავლებას უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი.

5. სპეციალური სასწავლო კურსის პროგრამასა და სასწავლო კურსის გავლის წესს ბრძანებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის დირექტორი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო ეტაპის გავლის შემდგომ, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე აბარებს გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, გადის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრაქტიკულ სწავლებას სამუშაო ადგილზე და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით ასრულებს დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოვალეობებს.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასწავლო ეტაპის გავლის შემდგომ, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე აგრძელებს სწავლას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასწავლო ეტაპზე.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო ეტაპების გავლის შემდგომ, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე აბარებს შემაჯამებელ გამოცდას.

9. ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალიწინებული გამოცდების ჩაუბარებლობა, სპეციალური სასწავლო კურსის ეტაპების გავლაზე უარის თქმა ან არადამაკმაყოფილებლად გავლა, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

10. სპეციალური სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს მოსამსახურე იღებს ამ წესის გათვალისწინებულ მესამე დონის სერტიფიკატს. სპეციალური სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება მოსამსახურის მიერ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. შემაჯამებელი გამოცდა ტარდება გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.

11. მოსამსახურის მიერ სერტიფიკატის მიღება არ წარმოადგენს გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის უპირობო საფუძველს. სერტიფიცირებასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ფასდება მოსამსახურის პროფესიული უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები, ასევე სპეციალური სასწავლო კურსის გავლის განმავლობაში დასწრებისა და აქტიურობის მაჩვენებელი.

12. სპეციალური სასწავლო კურსის შემაჯამებელი გამოცდის შედეგებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს ეგზავნება სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შედგენილი მოსამსახურის დახასიათება  და სასწავლო ცენტრის საერთო შეფასება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადა ამოწურული არ არის, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება პირის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

14. ამ მუხლით განსაზღვრული წესი, ასევე, ვრცელდება სამინისტროს იმ მოსამსახურეზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან თანამდებობრივი გადაყვანის საფუძველზე, სამსახურებრივ საქმიანობას განახორციელებს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი