დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016362 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 30/06/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016316) დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის 1-ლი წინადადების „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; დ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“. გ) მე-6 მუხლის 1-ლი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:“. დ) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს; ე) მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები