დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016211 |
11
23/02/2018
ვებგვერდი, 01/03/2018
010260020.35.135.016211
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმნწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №8 დადგენილება (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016123). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური |
1.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას; შესყიდვების წლიური გეგმისა და შესყიდვების ანგარიშის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებების განხორციელებას. |
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულოს მიერ. |
4.
სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
|
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
|
ა)
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების შედგენა; |
ბ)
დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
|
გ)
სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად ტენდერების გამოცხადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი პროცედურების წარმოება;
|
დ)
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
|
ე)
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მათი შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
ვ)
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება;
|
ზ)
სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების აღრიცხვა, არქივის წარმოება;
|
თ)
შესყიდვების სამუშაოების უზრუნველყოფა, შესყიდვების ობიექტების ერთგვაროვნებისა და შესყიდვის საშუალების შერჩევა; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულების, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
|
ი)
კვარტალური ანგარიშის შედგენა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მერისათვის წარდგენა;
|
კ)
სატენდერო კომისიის წევრებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
|
ლ)
კოორდინაცია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში;
|
მ)
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, კვარტალური ანგარიშების და სხვა მასალების ინფორმაციის მომზადება და სააგენტოში მათი დროულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
|
ნ)
სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად შესყიდვების განხორციელების თაობაზე ანგარიშის მომზადება;
|
ო)
შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს მერს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
|
პ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 3.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
|
2.
სამსახურის უფროსი:
|
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; |
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; |
გ)
შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
|
დ)
სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; |
ე)
შუახევის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ვ)
უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; |
ზ)
წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
|
თ)
ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; |
ი)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
|
კ)
უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;
|
ლ)
ამზადებს მერის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
|
მ)
სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
|
ნ)
წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას;
|
ო)
მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
|
პ)
ესწრება მერიის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს;
|
ჟ)
ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას;
|
რ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
|
ს)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
|
ტ)
ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს.
|
3.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
|
მუხლი 4.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი |
1.
სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
|
ა)
წარუდგინონ ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
|
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
|
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
|
დ)
დააყენონ ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
|
ე)
ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
|
2.
სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
|
ა)
სამსახურის უფროსის დავალებით უზრუნველყონ დოკუმენტაციის მომზადება სამსახურის ფუნქციების ფარგლებში;
|
ბ)
შესრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
|
მუხლი 5.
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
1.
სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით.
|
2.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
|
3.
სამსახურის რეორგანიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები