დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016339 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/02/2018 - 23/03/2018)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სწავლის დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით. 3. დაფინანსება განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ: ა.ა) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (გარდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო სტუდენტებისა), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) წარმატებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); დ) სტიპენდიანტი – წარმატებული სტუდენტი, რომელზეც გაიცემა სტიპენდია; ე) სტიპენდია – სტიპენდიანტის ერთჯერადი დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან; ვ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით. |
მუხლი 3.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება |
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური,(შემდგომში – სამსახური). |
მუხლი 4.
წარმატებულ სტუდენტზე სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები და პირობები |
1. 2017 – 2018 სასწავლო წლის მანძილზე სტიპენდია შეიძლება გაიცეს იმ 10 (ათი) სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი; დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91–100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი); დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; 2. სტიპენდიის მიღებისთვის სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო რეკვიზიტები; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; გ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ. 3. სტიპენდია ერთ სტიპენდიანტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული). 4. სტიპენდიანტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2). 5. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ სტიპენდიის გაცემის ყველა კრიტერიუმს 10-ზე მეტია, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება: სტუდენტს შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) სოციალურად დაუცველი; ბ) იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი; გ) ომის ვეტერანის ოჯახის წევრი; დ) ობოლი; ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი. |
მუხლი 5.
სტიპენდიის გაცემა |
1. სტიპენდიანტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. |
მუხლი 6.
კონტროლის განხორციელება |
ამ წესის შესრულების კონტროლი განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით. |
დანართი №2
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები