შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/15924-17
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 13/02/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/15924-17
13/02/2018
ვებგვერდი, 16/02/2018
შპს „casa group-ის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე №2/15924-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

 

განმცხადებელი შემოსავლების სამსახური

მოვალე შპს „casa group“

წარმომადგენელი ბაჩუკი ქირია

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „casa group”-ის გადახდისუუნარობის საქმე.

კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

1. შპს „casa group“-ის კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 14 მარტს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, აღმაშენებლის  ხეივანი მე-12 კმ. №6)  სხდომის  დარბაზში №29, შემდეგი  დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                         თამარ ჭუნიაშვილი