დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016559 |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა), რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან (სხვა ფუნქციების შესრულება), ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი პირის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე (დამატებითი ფუნქციების შესრულება), მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ შემთხვევაში, დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.“. 2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „,4. სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ყოველწლიური შემოწმების საფუძველზე დაშვებულნი არიან საფრენ აპარატებთან პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად ინჟინრებისა და ტექნიკოსების ფუნქციების განსახორციელებლად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.“. 3. 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი ან ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით. 3. სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი, ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით. ასევე, აღნიშნულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.“. 4. VI თავის შემდეგ დაემატოს VII თავი შემდეგი რედაქციით:
„თავი VII მუხლი 61 1. სამხედრო მოსამსახურეებს, პირადი სურვილის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მიეცემათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) პოლკოვნიკი – 35000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი; ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი; გ) მაიორი – 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი. 2. ამ მუხლის საფუძველზე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მსურველთა განცხადებებს, რომლებსაც ამ მუხლის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში არ უსრულდებათ ზღვრული ასაკი, განიხილავს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, ამავე აქტით განსაზღვრული პირობებითა და წესით. 3. ამ მუხლის მოქმედება ძალაშია 2018 წლის 20 მარტამდე.“.
5. №2 დანართის მე-7 - მე-9 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. 6. №6 დანართს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ დანართის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, და, ძმა და მშობლები.“. 7. №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
„დანართი №7
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სახმელეთო ჯარების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები (ლარებში)
“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 – მე-7 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები