დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016349 |
|
„მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 სექტემბრის №20 დადგენილებით (www.matsne.gov.ge. 21/09/2017. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016324) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1.„ საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები