„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016532
1-1/57
14/02/2018
ვებგვერდი, 15/02/2018
300300000.22.024.016532
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/57

2018 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge,117,31/08/2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის  ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი, მაგრამ არაუმეტეს კომისიის მიერ შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის დადგენილი წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა.“;

2. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) დერეგულირებული ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, გარდა ამ მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა:

კ.ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი;

კ.ბ) ყოველი კალენდარული წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე – ფიქსირებული ტარიფის მქონე იმ მარეგულირებელი ელექტროსადგურის  ტარიფით, რომელსაც კომისიის მიერ დადგენილი აქვს წარმოების ყველაზე დაბალი ტარიფი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი