დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016391 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/01/18, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016382) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის ა) მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის 1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ონკოლოგიური მანიპულაციებისთვის საჭირო კვლევა მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ბ) მე-5 მუხლის 5.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობისა. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ფინანსდება კერძო ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ნაწილობრივ, დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობისა. გ) მე-5 მუხლს დაემატოს 5.4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული სოციალური და სამედიცინო სტატუსი, განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირს და აღნიშნული დადასტურებულია ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობით (პირები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის სუბიექტები და პირები, რომლებსაც არა აქვთ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი) სამედიცინო, სამკურნალო და სტაციონარული მომსახურება მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 2000(ორიათასი) ლარის ოდენობისა. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ)სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა №IV-100/ა); ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ზ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი;) თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე; ი) შესრულებული სამედიცინო მომსახურებისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; კ) დევნილის მოწმობის ასლი; (საჭიროების შემთხვევაში) ლ) დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არის რეგისტრირებული. დ) მე-6 მუხლის 6.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს დახმარება გაიცემა 200 (ორასი)ლარის ოდენობით. ე) მე-6 მუხლს დაემატოს 6.7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული სოციალური და სამედიცინო სტატუსი, განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირს და აღნიშნული დადასტურებულია ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის შუამდგომლობით (პირები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის სუბიექტები და პირები, რომლებსაც არა აქვთ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი) დახმარება გაიცემა არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; დ)აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი;) ე) საბანკო რეკვიზიტები; ვ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 18. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, დოკუმენტაციასთან ერთად შემოსული განცხადებების შემოწმების და/ან ადგილზე გადამოწმების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია (გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტით და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად. 2. სამსახური ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ დროებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. 3. სამსახური სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად. ზ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 19. დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის წესი 1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის 5.4 ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის 6.7 ქვეპუნქტის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 4. სამუშაო ჯგუფმა მატერიალური დახმარება შეიძლება გასცეს ერთ ოჯახზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ. (უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში-ორჯერ.) 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შეიძლება გაიცეს დახმარება განსხვავებული თანხის ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იქნება ოქმში. 6. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ. 7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 8. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში. 9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი. 10. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. თ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ (გაცემული საგარანტიო წერილის შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის გარეშე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განსხვავებული თანხის ოდენობით (არაუმეტეს 3000(სამიათასი) ლარისა), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ი) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 21. დახმარების გაცემის წესი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გადაგზავნა, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული მოდულის მეშვეობით მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა უზრუნველყოს შესაბამისი კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი დოკუმენტების გადაგზავნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონული მოდულის მეშვეობით. 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური თანხას გასცემს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. კ) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 22. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრა; 3. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა; 4. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ლ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 23. პროგრამის შედეგი 1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. 2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 3. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 4. პროგრამის კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. 5. პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები