დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016963 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, 100020020.22.038.016486) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. დაწესებულებაში არამწეველი მსჯავრდებული, როგორც წესი, განცალკევებით უნდა მოთავსდეს თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულისგან. არამწეველი მსჯავრდებული თამბაქოს მომხმარებელ მსჯავრდებულთან ერთად შეიძლება მოთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე არამწეველი მსჯავრდებულისგან გაცემულია წერილობითი თანხმობა.“. 2. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 161. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების წესი და პირობები 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებული, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის განცხადებით (დანართი №14) მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. განცხადებაში მსჯავრდებულმა უნდა მიუთითოს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ, დეპარტამენტის დირექტორი განცხადებას მსჯავრდებულის პიროვნების შესწავლის მიზნით უგზავნის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს, რომელიც ვალდებულია მიღებული განცხადების საფუძველზე, 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის დახასიათება (დანართი №15), ექიმის რეკომენდაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოპერატიული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკითხის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალები. 5. შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოსათვის შესაბამისი მასალების მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ მასალებს თან ერთვის ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ეს ინფორმაცია სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს ეგზავნება საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით. 6. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში, შეიმუშავებს რეკომენდაციას და წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 7. დეპარტამენტის დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 8. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს რეკომენდაცია, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ 5 დღის ვადაში ეცნობება მსჯავრდებულს. 9. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილება მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ აღსასრულებლად ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველოსა და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.“. 3. დებულების დანართი №13-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დებულების დანართი №14 და დებულების დანართი №15:
„დებულების დანართი №14
განცხადება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ
პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს ბატონ/ქალბატონ _________________________
მსჯავრდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი ___________________________________________ ___________________________________________ მოგახსენებთ, რომ სასჯელს ვიხდი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №___ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის მოხდის დასრულებამდე დარჩენილი მაქვს ___ წელი და ___ თვე.
პატიმრობის კოდექსის 715 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გთხოვთ, გადამიყვანოთ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ამასთან, თანახმა ვარ შევასრულო გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, დაწესებულების დებულება და დავიცვა დღის განრიგი. აგრეთვე, ვისწავლო ან/და ვიმუშაო და მონაწილეობა მივიღო ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა: ____________________________________________
____________________________________________
„___“ „_______________“ 20__ წ.
დებულების დანართი №15
მსჯავრდებულის დახასიათება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №___ პენიტენციური დაწესებულება
1. მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ: 1.1 სახელი_________________ გვარი_________________ მამის სახელი_______________ 1.2 მსჯავრდებულის პირადი №_________________________________________________ 1.3 დაბადების თარიღი ________________________________________________________ 1.4 დაბადების ადგილი ________________________________________________________ 1.5 ასაკი (შევსების მომენტისათვის)_____________________________________________ 1.6 იურიდიული მისამართი____________________________________________________ 1.7 ფაქტობრივი მისამართი ____________________________________________________ 1.8 საცხოვრებელი კორპუსი________________________ საკნის №___________________
2. ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულისა და სასჯელის შესახებ: 2.1 განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება: ______________________________________________________________________________ 2.2 განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი: ______________________________________________________________________________ 2.3 დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი):________________________________________ 2.4 დანაშაულის ხასიათის მოკლე აღწერა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
2.5 დანიშნული სასჯელის/სასჯელების სახე/სახეები: ______________________________________________________________________________ 2.6 დანიშნული სასჯელის/სასჯელების ხანგრძლივობა: ______________________________________________________________________________ 2.7 მიმდინარე სასჯელის დასაწყისი_____________ სასჯელის დასასრული __________ 2.8 დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა: წელი _________ თვე _________ დღე __ 2.9 მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა: წელი _______ თვე _______ დღე _______ 2.10 საშიშროების რისკის სახე_______________ შეფასების თარიღი_______________
3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები: 3.1 ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული • დიახ დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): _______________________________________________ დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა ___________________________________ • არა 3.2 ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული • დიახ დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): ___________________________________________ დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა ___________________________________ • არა 3.3 ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული • დიახ დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): ___________________________________________ დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა ___________________________________ • არა 3.4 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაული • დიახ დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): ___________________________________________ დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა ___________________________________ • არა
4. გაქცევის ფაქტები (არსებობის შემთხვევაში): • დროებითი მოთავსების იზოლატორიდან; • თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან; • დაწესებულების დროებით დატოვებისას ან/და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას; • გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას; • პატიმრობის დაწესებულებიდან; • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან; • გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; • დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; • ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; • დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; • განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; • არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან; • გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; • სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება.
დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პირად მონაცემებთან დაკავშირებით: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
5. დისციპლინური დარღვევები მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში: • ერთი შემთხვევა________________________________________________________ • ორი შემთხვევა_________________________________________________________ • 3 და მეტი შემთხვევა____________________________________________________
6. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/დისციპლინური პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
7. დისციპლინური სახდელების ისტორია: • არცერთი ბოლო 25 და მეტ თვეში • არცერთი ბოლო 19-24 თვეში • არცერთი ბოლო 13-18 თვეში • არცერთი ბოლო 7-12 თვეში • არცერთი ბოლო 6 თვეში
8. წახალისების ფორმები მიმდინარე სასჯელის პერიოდში: • ერთი შემთხვევა________________________________________________________ • ორი შემთხვევა_________________________________________________________ • 3 და მეტი შემთხვევა____________________________________________________
9. თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები: • ბოლო 1 წლის განმავლობაში რაოდენობა___________________________________________________________________ ხარისხი______________________________________________________________________ • ბოლო 5 წლის განმავლობაში რაოდენობა___________________________________________________________________ ხარისხი______________________________________________________________________ • ბოლო 10 წლის განმავლობაში რაოდენობა ___________________________________________________________________ ხარისხი ______________________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
10. დაწესებულების მოსამსახურეთა მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ან პირადი ინიციატივით (საამისოდ სათანადო პირობების არსებობისას), მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში: 10.1. ჩართულობა სოციალური პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) : • ერთჯერადად __________________________________________________________ • 3 თვის განმავლობაში ___________________________________________________ • 6 თვის განმავლობაში ___________________________________________________ • 12 და მეტი თვის განმავლობაში __________________________________________
10.2. ჩართულობა დასაქმების პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) : • ერთჯერადად __________________________________________________________ • 3 თვის განმავლობაში ___________________________________________________ • 6 თვის განმავლობაში ___________________________________________________ • 12 და მეტი თვის განმავლობაში __________________________________________
10.3. ჩართულობა სასწავლო პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) : • ერთჯერადად __________________________________________________________ • არასრული სასწავლო კურსი _____________________________________________ • სრული სასწავლო კურსი ________________________________________________ • სრული სასწავლო კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით__________________
დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
11. რისკ-ფაქტორები (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკენ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა. შ.): ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
12. დამცავი ფაქტორები (მაგ.: ქცევის შეცვლის მოტივაცია, სოციალური მხარდაჭერა და ა. შ.): ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
13. დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
14. დამატებითი ინფორმაცია/კომენტარი: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი და ხელმოწერა: ____________________________ ____________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები