სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-211/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-211/ო
06/02/2018
ვებგვერდი, 15/02/2018
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-211/ო

2018 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და  „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:      

1. გაიცეს ა(ა)იპ – „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტზე“ (ს/კ 404987332; ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას №11) ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6).

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: ა(ა)იპ ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერის, ე. მამუკელაშვილის განცხადება №127330, 25.12.2017 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-199-27,  02.02.2018წ. 

ზეპირი მოსმენის ოქმი №2, 05.02.2018წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                                                                    გია თვალავაძე