დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.35.139.016276 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 მარტის №9 დადგენილებით დამტკიცებულ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესში“ (www.matsne.gov.ge, 05/04/2017, 040090000.35.139.016242): |
1.
,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რივხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესში“ (დანართი 1); |
ა)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციის:
„2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.“ |
ბ)
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.“ |
2.
,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესში“ (დანართი 2); |
ა)
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს.“ |
ბ)
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.“ |
3.
,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესში“ (დანართი 3). |
ა)
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.“ |
ბ)
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას ითანხმებს საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვისა და მასზე დართული შესაბამისი მასალების (ჩამოსაწერი ობიექტების ნუსხა, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენის ან/და ლიკვიდაციის აქტები) საფუძველზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები