„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016709
17
19/02/2018
ვებგვერდი, 20/02/2018
140130000.22.034.016709
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №17

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებით (ვებგვერდი, 28/11/2014, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია