„მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016967
61
22/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
100110000.22.038.016967
„მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №61

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/06/2015, 100110000.22.038.016454) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს „მსჯავრდებულის რისკის შეფასების ფორმა“ №2 დანართის, „სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ ზედამხედველობის ფორმა“ №3 დანართის, „ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ზედამხედველობის ფორმა“ №4 დანართის, „მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრის ჩანაწერის ფორმა“ №5 დანართის, „სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფორმა“ №6 დანართის, „პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული შეფასების/მონიტორინგის/ზედამხედველობის ფორმა“ №7 დანართისა და „სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის მომსახურების ჩანაწერის ფორმა“ №8 დანართის შესაბამისად.“;

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიზნებს პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) საშუალებით, ელექტრონული ფორმით მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის საფუძველზე.“.

ბ) თავი II ამოღებულ იქნეს.

3. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულის აზროვნება და ქცევა

6.1

დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ (თავდაჯერების ხარისხი, დეპრესიულობა, სუიციდური ქცევა, ფსიქიკური პრობლემები)

სახეზეა სუიციდის რისკის ან თვითდაზიანების ნიშნები:            კი            არა

6.2

სოციალური უნარები და პრობლემების გადაჭრის უნარები (კომუნიკაციის უნარი, აგრესიული ქცევა, იმპულსურობა, საკუთარი ქცევის შედეგების გააზრების უნარი, ამ დანაშაულის ჩადენის მიზეზები, დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი)

6.3

საზოგადოებისადმი დამოკიდებულება (საზოგადოებისადმი და სხვა ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა; სხვათა აზრისა და რწმენის გაგება; აცნობიერებს თუ არა საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გავლენას სხვებზე)

6.4

სახელმწიფო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულება (მათ შორის პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისადმი; თუ საპატიმრო სასჯელი მოიხადა, როგორი იყო მისი ქცევა და დამოკიდებულებები პენიტენციურ დაწესებულებაში)

6.5

მენტალობა და ღირებულებათა სისტემა (კრიმინალური აზროვნება, რეალური სამომავლო გეგმები, თანამშრომლობის და ცვლილებების გატარების მოტივაცია)

6.6

შეჯამება: აზროვნებასთან და ქცევასთან დაკავშირებული გარემოებები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს განმეორებით დანაშაულის ჩადენას ან/და დანაშაულის თავიდან აცილებას (პრობლემები, ძირითადი საჭიროებები და პოზიტიური ასპექტები)

4. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

5. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №5 - დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

6. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №9 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი