დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-7/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016490 |
|
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 ივლისის №01-29/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/07/2016, 470230000.22.035.016395) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის ბრუნვის წესი): |
1.
პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული სისტემის მომხმარებლები/მონაწილე მხარეები არიან: ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის გამოწერაზე უფლებამოსილი პირი – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მქონე სუბიექტი – სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი (შემდგომში – ექიმი), სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც ხორციელდება ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის გამოწერა, პაციენტი და ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეალიზაციაზე უფლებამოსილი და ელექტრონულ სისტემაში ჩართული სუბიექტი (შემდგომში – რეალიზატორი).“. |
2.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფადაა საჭირო, ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა ინფორმაციის, მაგალითად, ტელეფონის ნომრის შეტანა.“. |
3.
მე-3 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისტემაში დარეგისტრირებული ექიმი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ირჩევს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი სამედიცინო მომსახურებას აწვდის არა სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, არამედ როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, მონიშნავს სპეციალურ ველს წარწერით – „ინდივიდუალური“.“; |
ბ)
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
11. ექიმი, რომელსაც პაციენტი მიმართავს სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ეძებს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ პაციენტს პირადი ნომრის საშუალებით. თუ პაციენტის მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ვერ მოიძებნა (რაც მიუთითებს, რომ პაციენტი ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული არ არის), ექიმი არეგისტრირებს მას პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის შეტანის გზით, რის საფუძველზეც იღებს პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (პირადი ნომერი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი) და ამოწმებს ინფორმაციას პირის გარდაცვალებისა და პირადი ნომრის ვალიდურობის შესახებ. ვალიდური პირადი ნომრის მქონე პირი, რომელიც არ არის გარდაცვლილი, რეგისტრირდება პაციენტად. 12. პაციენტის პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში იქმნება პაციენტის პროფაილი შემდეგი მონაცემებით: პაციენტის პირადი ნომერი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი (პაციენტთან შეთანხმებით), ასევე პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, იქმნება დოკუმენტი, რომელშიც განმარტებულია ის ზომები, რაც უზრუნველყოფს პაციენტის პერსონალურ მონაცემთა უკანონო გამოყენებისაგან დაცვას. ხსენებული ზომების უზრუნველსაყოფად ამ დოკუმენტით პაციენტს ეძლევა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მეშვეობით მას შეუძლია ელექტრონული სისტემისაგან მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემის გამოყენების თაობაზე კონკრეტული თარიღის, პერსონალური მონაცემის გამომყენებელი პირისა და მონაცემების გამოყენების მიზნების ჩვენებით (მიზნები შეიძლება იყოს: დანიშნულებების ნახვა, რეცეპტების ნახვა, კონკრეტული რეცეპტის რეალიზაციის ნახვა, პაციენტის პროფაილის მონაცემების შეცვლა). ექიმი, რომელიც პირველად არეგისტრირებს პაციენტს, ვალდებულია გააცნოს პაციენტს აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი (პაციენტთან შეთანხმებით გადასცეს ამობეჭდილი ვერსია, გაუგზავნოს ელექტრონული ფოსტით და ა.შ.); |
გ)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონულ სისტემაში ასახულ პაციენტზე გამოწერილი ყველა რეცეპტი უქმდება (პასიურდება) პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში.“; |
დ)
მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. აქტიურ რეცეპტში მისი გამომწერი ექიმის მიერ შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რაოდენობის, ვადის და მიღების წესის ჩასწორება.“; |
ე)
23-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი:
„24. ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც ელექტრონულ სისტემასთან წვდომა/კავშირი შეზღუდულია 2 წუთზე მეტი დროით, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმი უფლებამოსილია, გამოწეროს ფარმაცევტული პროდუქტი (სამკურნალო საშუალება) „მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 – რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით. ექიმი ვალდებულია, ქაღალდის მატარებელზე გამოწერილი ფორმა №3 რეცეპტები, გაცემის დღის მომდევნო 2 სამუშაო დღის დასრულებამდე (24:00 საათამდე), სათანადო წესით ასახოს ელექტრონული რეცეპტის სისტემაში. ამ შემთხვევაში, რეცეპტი მოინიშნება სპეციალური წარწერით – „ასლი“. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით ეკისრებათ ფორმა №3 ელექტრონული რეცეპტის წარმოების ვალდებულება.“. |
4.
მე-4 მუხლის: |
ა)
მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ბ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირის იდენტიფიცირებისათვის რეალიზატორს უფლება აქვს, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) მიმღებთან ზეპირად გადაამოწმოს რამდენიმე მონაცემი (მაგალითად, წარდგენილ პირად ნომერზე გამოკითხოს სახელი, გვარი, დაბადების თარიღი), ასევე მოახდინოს ვიზუალური იდენტიფიცირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ვებსერვისით მიღებული ფოტოსურათის საფუძველზე.“; |
გ)
მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს 131 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„131. ფარმაცევტული დაწესებულების მიერ გაცემული ყველა მედიკამენტი აისახება „რეალიზაციის ისტორიის“ გვერდზე, რომლის საფუძველზეც ფარმაცევტულ დაწესებულებას შეუძლია დაამუშაოს მის მიერ გაცემული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.“. |
5.
მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 მუხლები:
„მუხლი 41. პაციენტის გვერდი 1. ელექტრონული რეცეპტის სახელმწიფო სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილეა პაციენტი, რომელიც სისტემაზე წვდომას ახორციელებს პაციენტის გვერდის საშუალებით. 2. პაციენტის გვერდზე შესასვლელად საჭიროა პაციენტის პირადი ნომერი და ექიმის მიერ პაციენტის ელექტრონული რეცეპტების სისტემაში პირველად რეგისტრაციისას მითითებული პაციენტის პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე სამინისტროს მიერ გაგზავნილი ინფორმაცია. 3. პაციენტს, მისი გვერდის საშუალებით, აქვს წვდომა მასზე გამოწერილ დანიშნულებასა და მისთვის გამოწერილი რეცეპტების რეალიზაციის ისტორიაზე. პაციენტის გვერდი ასევე საშუალებას აძლევს პაციენტს, მიიღოს ინფორმაცია, თუ ვინ, როდის და რა ტიპის ინფორმაცია დაამუშავა მის შესახებ ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემის ფარგლებში. მუხლი 42. სამედიცინო დაწესებულება 1. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად სამედიცინო დაწესებულების სისტემაში რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროსადმი მომართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამედიცინო დაწესებულება სისტემის მონაწილე ავტომატურად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს სამინისტროს ადმინისტრირების ქვეშ მყოფი სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს (რეგისტრაცია ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ, პროგრამის ადმინისტრირებისათვის გამოყენებული სარეგისტრაციო მონაცემებით). 3. ელექტრონული რეცეპტის სისტემაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულება უზრუნველოყოფს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების ინდენტიფიცირებას დაწესებულებასთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამედიცინო მომსახურების პროცესში და ამავდორულად ჩართულნი არიან ელექტრონული რეცეპტის სისტემაში. ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულებას ეძლევა წვდომა მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო პერსონალის ინდენტიფიცირებისათვის საჭირო საიდენტიფიკაციო/პერსონალურ მონაცემებთან. 4. სამედიცინო დაწესებულება პასუხისმგებელია დაწესებულებაში დასაქმებული რეცეპტის გამოწერაზე უფლებამოსილი ექიმების მიერ ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონული სისტემით წარმოებაზე. ამისათვის სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია: ა) შეამოწმოს ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე ექიმების შესახებ ინფორმაცია მათი სისტემის მომხმარებლად რეგისტრაციის თაობაზე, აირჩიოს ისინი, როგორც სამედიცინო დაწესებულების სახელით რეცეპტის გამომწერი სუბიექტები, ან გააუქმოს აღნიშნული სტატუსი; ბ) განაახლოს ყოველი თვის 25 რიცხვისათვის ფორმა №3 რეცეპტის ელექტრონულ სისტემაში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მ.შ. მიუთითოს დაწესებულების სახელით რეცეპტის გამომწერი ექიმების ჯამური რაოდენობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დაცვა სავალდებულოა იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებათ ფორმა №3 ელეტრონული რეცეპტის წარმოება.“. |
6.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ელექტრონული სისტემის მართვა 1. ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების (ინფორმაციის) მფლობელია სააგენტო, ასევე სამინისტრო ამ ბრძანებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. ელექტრონული სისტემის ტექნოლოგიურ ნაწილს (პროგრამულ უზრუნველყოფას და საჭირო ინფრასტრუქტურას) ფლობს და მართავს სამინისტრო. ელექტრონული სისტემა ხდება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რაც გულისხმობს ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვას (ლოგირებას), მომხმარებელთა წვდომის მართვის ტექნოლოგიური საშუალებებისა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვას, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფუნქციის განხორციელების მიზნით, დანიშნულებისა და ელექტრონული რეცეპტის შემვსებ პირს (ექიმს), სამინისტროს, სააგენტოს, სამედიცინო დაწესებულებას და ფარმაცევტულ დაწესებულებას, საკუთარი კომპეტენციისა და საქმიანობის ფარგლებში, აქვთ ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების უფლება, რა დროსაც, მათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრებათ პასუხისმგებლობა დამუშავებული მონაცემების კონფიდენციალობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. 3. ელექტრონულ სისტემაში ექიმის რეგისტრაციისას, ექიმისა და პაციენტის ავტორიზაციისას, პაციენტის პროფაილის რედაქცირებისას, პაციენტზე რეცეპტის გამოწერისას, რეალიზატორის მიერ წამლის გაცემისას ელექტრონული სისტემის მონაცემთა მფლობელი უფლებამოსილია, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიიღოს და დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები (კერძოდ: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ინფორმაცია პირის გარდაცვალებისა და პირადი ნომრის ვალიდურობის შესახებ).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები