დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016971 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100020020.22.038.016555) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71 სპეციალური დაცვის სამმართველო: ა) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას; ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას; გ) სამინისტროს მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია: გ.ა) მოითხოვოს საჭირო ქმედებების განხორციელება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან/ სტრუქტურული ერთეულებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; გ.ბ) შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთათვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გ.გ) გამოკითხოს სამინისტროს ცალკეული მოსამსახურეები და მოქალაქეები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე მყოფი პირები, ასევე, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს ფუნქციის ეფექტიანად განხორციელებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები