„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.148.016460
14
09/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
190020020.35.148.016460
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 21  დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2017; 190040000.35.148.016443) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მოუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად, წლის განმავლობაში, ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარის გამოვლენა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, თვეში არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) ლარით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობა;

გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იმის შესახებ, რომ ბენეფიციარის სახელზე არ ირიცხება საცხოვრებელი ფართი;

ე) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის.

4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, გამქირავებლის პირად საბანკო ანგარიშზე.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.“ ;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) სამუშაო ჯგუფი იქმნება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-10 მუხლის განსახილველად. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე