გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016459
13
09/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
010260010.35.148.016459
გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14   ნოემბრის №17  დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016401) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდგეგი რედაქციით:

„მ) მერიის  საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მერიის  საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა შინაგანაწესით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი გადაცდომების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე