დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016384 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 და 24-ე მუხლების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.12.2017, ს/კ: 010250000.35.114.016358) შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი დამტკიცდეს თანდართული რედაქციის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები