დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.16.009.016256 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №23 დადგენილებაში „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge; 14/09/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
1.მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის სახეებია ღია კონკურსი და გამარტივებული კონკურსი. კომისია უფლებამოსილია, გამოაცხადოს გამარტივებული კონკურსი კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმების მიზნით.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსი ცხადდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონკურსო კომისია შესაძლებელია შეიქმნას იმავე ბრძანებით, რომლითაც ცხადდება ღია კონკურსი და განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სხვა შემთხვევაში საკონკურსო კომისიის შექმნის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის ბრძანება გამოიცემა ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის თავმჯდომარის ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.“. 5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე.“. 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ახალი კონკურსის გამოცხადებას. კომისია ვალდებულია, არსებითი ცვლილებისა და ღია კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანამდე. ამ შემთხვევაში კანდიდატს ახალი განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.“. 7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარსადგენად კანდიდატს ეძლევა ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან არანაკლებ ათი კალენდარული დღის ვადა.“. 8. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საკონკურსო განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.“. 9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ღია კონკურსის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია კანდიდატების დაუსწრებლად აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. შერჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ქულათა სისტემის შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას. 2. კანდიდატთა ქულათა სისტემით შეფასება ხდება კომისიის მიერ დამტკიცებული კანდიდატის შეფასების ფორმის მიხედვით, შემდეგი წესით: 1 – მიუღებელი; 2 – საშუალოზე დაბალი; 3 – საშუალო; 4 – კარგი; 5 – ძალიან კარგი; 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. 3. კომისიის წევრები კანდიდატის ამ მუხლის მე-2 პუნქტით შეფასებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარების მიხედვით (დანართი 1), ხოლო კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებული კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში (დანართი 2). 4. ღია კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.". 10. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშვნის მიზნით კომისია უფლებამოსილია, გამოაცხადოს გამარტივებული კონკურსი.“. 11. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის აპარატში პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშვნის ვადა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარისა და კანდიდატის შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები