ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 330090020.22.024.016529
1-1/54
08/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
330090020.22.024.016529
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/54

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087)   განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (ს/კ 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება

 

  • საპროექტო ობიექტი - მრავალფუნქციური კომპლექსი
  • ობიექტის მისამართი ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი
  • დამკვეთის/მენაშენის განაცხადი: 14.08.2017. N10472/09
  • გრგ-ის საპროექტოს ტერიტორიის არეალის საერთო ფართობი -  88 801.00 მ2

 

ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები

 

  1.  

ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები

 

  • საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობით – 88 801.00 კვ.მ  და მოიცავს ორ საკადასტრო ერთეულს,  კოდებით: 64.30.01.575; 64.30.08.087
  • ტერიტორიის ნაწილზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები;
  • ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლება დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური  ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) პროექტით შესაძლებელია  განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე  მიწის ნაკვეთებად  გამიჯვნა  საერთო ფართობის უცვლელად.
  1.  

შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან.

  • ტერიტორიის რელიეფიდან, არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა-ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტა.
  • კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში.  გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა;
  • საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით;
  • იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა-ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით;
  • გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა;
  • ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ2 -ზე, მაგრამ არანაკლებ   1 ბინაზე – 1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში 3 ნომერზე – 2 ავტოსადგომი;
  • გათვალისწინებულ იქნეს  საბაგირო სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის (საზოგადოებრივი სივრცის) დაგეგმარება და კოხტის მთასთან კავშირის უზრუნველყოფა;
  • გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები;
  • გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებისთ დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ მიერ N04/18 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები.

 

  1.  

მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დანგრევა და გატანა, ან მათი სივრცით-გეგმარებითი წყობის შეცვლა.

  • განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით.
  1.  

მოთხოვნები და იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა)

  • განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე;
  • დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები;
  • შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი ინდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას.
  1.  

ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები.

  • მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში);

მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან.

  • წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები;
  • გრგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;
  • მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები.
  1.  

ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.

  • პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;
  • ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად .

 

  1.  

მიწის ნაკვენების ფართობი

88 801.00  მ2

 

  1.  

ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1

0,3

 

 

 

  1.  

ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ2

-

 

 

 

 

 

  1.  

ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე

11 მეტრი ფასადის სიმაღლე;

15 მეტრი კეხში.

 

 

 

 

 

  1.  

ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ3

 

0,3

 

 

 

 

  1.  

ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები)

ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)

 

ა) კობა წაქაძის ქუჩის მხრიდან 6 მეტრი (დადგინდეს გრგ-ის პროექტით)

 

 

 

ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით.

 

  1.  

ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა;

ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა

 

 

    განისაზღვროს  გრგ-ს პროექტით.

 

  1.  

შენობის მაქსიმალური სართულიანობა

 

მაქსიმუმ 3 მიწისზედა სართული და მანსარდა.

 

 

განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის   ჩამონათვალი

  1. განაცხადი;
  2. ტერიტორიის გრგ და გეგმარებითი დავალება;
  3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა;
  4. ზოგადი გეოლოგია;
  5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა;
  6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000;
  7. ტოპოგეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500;
  8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში);
  9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში;
  10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000;
  11. ფუნქციური ზონირების რუკა, (არსებობის შემთხვევაში);
  12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა);
  13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000;
  14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500;
  15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
  16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში);
  17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).

შენიშვნები:

  1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენიი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.
  2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ფორმატის ალბომის სახით.
  3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-მე-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნას ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.
  4. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.
  5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს:

 

  • საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;
  • მიწის ნაკვეთის საზღვრები;
  • განაშენიანების რეგულირების ხაზები;
  • შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H;
  • მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა);
  • განაშენიანების კოეფიციენტი კ1;
  • განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2;
  • გამწვანების კოეფიციენტი კ3;
  • ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები;
  • მითითებული იყოს გაბარიტული ზომები.

დამატებითი მოთხოვნები

  1. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ს დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
  2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.